| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) – რაჭაში, სოფელ ღარში ევროპული ტექნოლოგიებისა და სტანდარტების ღორების ფერმა ივნისში უნდა გაიხსნას.
ფერმა ქართული მთის ღორის გადარჩენის 5 ეტაპიანი პროექტის პირველი ეტაპია. რომლის ღირებულება 750 000 დოლარია, საიდანაც ფონდის თანამონაწილეობა 350.000 აშშ დოლარს შეადგენს.
საპარტნიორო ფონდის ცნობით, პროექტის მეორე ეტაპის ფარგლებში, დაგეგმილია 1200-მდე დედა ღორის მოშენება და ფერმების მშენებლობა საქართველოს 9 რეგიონში.
მეორე და მესამე ეტაპი სოციალურ ასპექტს მოიცავს და მთიან რეგიონებში მოსახლეობის დასაქმებას, მათი შემოსავლების ზრდას და ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს. აღნიშნული ეტაპი ფერმებიდან მოსახლეობისთვის ბუნებრივ პირობებში გასაზრდელად 23 კგ-ზე ზემოთ ღორების გადაცემას ითვალისწინებს. 100 კგ-დან 150 კგ-მდე წონის ღორებს კი კომპანია უკან, ფიქსირებული თანხის სანაცვლოდ ჩაიბარებს.
მეოთხე ეტაპი თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი, ევროპული სტანდარტის ხორცის გადამამუშავებელი საწარმოს შექმნას და ქართული მთის ღორისგან დამზადებული ხორცპროდუქტების რეალიზაციას ითვალისწინებს. მეხუთე ეტაპი კი ქართული ჰამონისა რაჭული ლორის დასამზადებელი საწარმოს შექმნას და მის მსოფლიო ბაზარზე ექსპორტს გულისხმობს.
შეგახსენებთ, პროექტს „საპარტნიორო ფონდი“ და ქართულ - ესპანური „Native Georgian”-ი ერთობლივად ახორციელებს.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss