ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
რა წილს ფლობს საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი ბაზარზე
16 მაისი, 2018, 13:00
რა წილს ფლობს საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი ბაზარზე

თბილისი (GBC) -  ბაზარზე ლიდერის  პოზიცია, უნიკალური ბიზნეს მოდელი,  მნიშვნელოვანი ზრდის პოტენციალით და გამოცდილი მენეჯმენტის გუნდით - „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის“  მენეჯმენტი მიიჩნევს, რომ ჯგუფი  სანდო საინვესტიციო შესაძლებლობაა.

ვნახოთ რა წილს ფლობს  სამედიცინო, სადაზღვევო და ფარმაცევტული სერვისების მიმწოდებელი კომპანია საქართველოში.

I კვარტლის მონაცემებით, „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი“ სამედიცინო მომსახურების ბაზარზე 26.4% იკავებს, 3 320 საწოლის მქონე ჰოსპიტალური ქსელით.

ფარმაცევტულ ბაზარის 30% აკონტროლებს. აქვს მსხვილი სააფთიაქო ქსელი, რომელიც თვეში 2 მილიონ კლიენტს ემსახურება, მათ შორის ჰყავს ლოიალური კლუბის 500 000 წევრი.

არის სიდიდით მე-2 სამედიცინო დაზღვევის პორტფელის მქონე. აკონტროლებს ბაზრის 27.9%-ს.

აქვს მოსახლეობის ყველაზე ფართო მოცვა, 37 საავადმყოფოს, 17 რაიონული პოლიკლინიკის, 24 ექსპრეს-ამბულატორიული კლინიკის და 256 აფთიაქის მეშვეობით.

შეგახსენებთ, საქართველოს ჯანდაცვის  ჯგუფმა I კვარტალში მიღებულ მაღალ მოგებაზე განაცხადა. ჯგუფმა იანვარ-მარტში 16 მლნ ლარის მოგება მიიღო, 23%-ით მეტი, გასული წლის 13,1 მილიონიან მაჩვენებელთან შედარებით.

GHG გენერალური დირექტორი ამბობს, რომ განვითარების გზაზე რთული პერიოდის დიდი ნაწილი გადალახულია და კომპანია ელის ყველა ბიზნეს-მიმართულებაში ზრდას, ამასთან მიიჩნევს, რომ არის ეფექტიანობის გაუმჯობესების შესაძლებლობაც. 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები