| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - Wizz air -ი საქართველოში ბაზირებული თვითმფრინავების რაოდენობას ზრდის.
17 მაისიდან, ქუთაისის დავით აღმაშენებლის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირებას Wizz air-ის ახალი A 320 ტიპის თანამედროვე საჰაერო ხომალდი დაიწყებს და რეგულარულ ფრენებს ესპანეთის, საფრანგეთის, ჩეხეთის, იტალიის და საბერძნეთის მიმართულებით შეასრულებს.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ცნობით, ავიაკომპანია სიხშირეებს ზრდის ბერლინისა და დორტმუნდის მიმართულებითაც.
უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიამ ქუთაისის საეთაშორისო აეროპორტიდან ოპერირება 2012 წელს დაიწყო, საქართველოში 202 მილიონი აშშ დოლარის ინვესტირება განახორციელა და 250 ზე მეტი არაპირდაპირი სამუშაო ადგილი შექმნა.
რაც შეეხება ფრენებს: 2018 წლის მარტიდან, Wizz air-მა, ქუთაისის მიმართულებით პირდაპირი ავიარეისების შესრულება რიგისა და ვროცლავის მიმართულებით დაიწყო. ზაფხულიდან კი პირდაპირი ავიამიმოსვლა საქართველოსა და რუმინეთს შორის დაიწყება.
ავიაკომპანია 3 ივლისიდან ფრენებს ბუქარესტი-ქუთაისის მიმართულებით შეასრულებს, ხოლო 15 ნოემბრიდან პირდაპირი რეისები ავსტრიის მიმართულებით - ვენა-ქუთაისი შესრულდება.
ახალი ბაზირებული რეისების ჩათვლით, ავიარეისები ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ევროპის 14 ქვეყნის 21 მიმართულებით შესრულდება.
ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, 2017 წელს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ვიზეარის მგზავრთნაკადმა– 223,656 შეადგინა, ხოლო 2018 წლის ოთხი თვის მონაცემებით Wizz air-ის რეისებით - 111,810 მგზავრმა ისარგებლა.
2018 წლის პირველი ოთხი თვის მონაცემებით, ქუთაისის აეროპორტში ჯამური მგზავრთნაკადი, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 14 % გაიზარდა.
მგზავრთნაკადის ზრდის პარალელურად, მიმდინარეობს აეროპორტის გაფართოება. ახალი ტემინალი 2019 წლის დასაწყისში გაიხსნება და აეროპორტი საათში სამჯერ მეტი, 1000-1100 მგზავრის მომსახურებას შეძლებს.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss