| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - ლიბერთი ბანკის მფლობელმა, ბიზნესმენმა ირაკლი რუხაძემ ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიმართ სამართლებრივი დავა დაიწყო.
პატივის და ღირსების დაცვაზე სარჩელი ჰოლანდიის სასამართლოში შევიდა. ინფორმაცია თავად მიხეილ სააკაშვილმა Facebook-ის გვერდზე დაწერა, სადაც რუხაძეს ქართველი ხალხის მტერ ბანკირს უწოდებს.
"ქართველი ხალხის მტერ ბანკირებისგან ერთერთმა ,ირაკლი რუხაძემ იქირავა ყველაზე ძვირადღირებული იურისტები და სარჩელი შეიტანა ჰოლანდიურ სასამართლოში ჩემს წინააღმდეგ პატივის და ღირსების დაცვაზე. როგორც ჩანს, მაფიას გონია, რომ გააჩნია პატივი და ღირსება. მაფია ცდილობს დისკომფორტი შემიქმნას ჰოლანდიაში. მე ამ ქართველი ხალხის ძარცვისგან გამდიდრებულებისგან განსხვავებით, ძვირადღირებული იურისტების ფული არ მაქვს, მაგრამ მალე ვესტუმრები მათ საქართველოში და ბოლო კაპიკამდე დავაბრუნებინებ ქართველი ხალხისთვის მათ მიერ წართმეულ ფულს", - წერს სააკაშვილი.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss