| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - SHARD -ის ცათამბჯენის და კატარის აეროპორტის პროექტების მონაწილე მიხეილ ხიდურელი სააგენტო "აწარმოე საქართველოში" ხელმძღვანელი ხდება.
ხიდურელმა კერძოდან საჯარო სამსახურში გადასვლა ხიდურელმა სააგენტო Bm.ge-ს დაუდასტურა.
მიხეილ ხიდურელი ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია SavvY-ს თანამფუძნებელი და პარტნიორია. იყო ბიზნესის განვითარების დირექტორი კომპანია Saunders Group-ში; იყო დირექტორის მოადგილე სტარტაპ კომპანია „Drive Shift“-ში; ასევე ხიდურელი საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში ბიზნესის განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელადაც მუშაობდა.
SavvY-ს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, მიხეილ ხიდურელს აქვს მრავალმილიარდიან პროექტებზე მუშაობის საერთაშორისო გამოცდილება. ის იყო ლონდონსა და ნიუ-დოჰაში SHARD-ის ცათამბჯენის პროექტის მენეჯერი. ხიდურელის სახელს უკავშირდება აეროპორტის მშენებლობის პროექტი კატარში.
სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ ხელმძღვანელის თანამდებობა ვაკანტური 2017 წლის დეკემბერიდან იყო.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss