| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) – Global Benefits Georgia სამედიცინო რისკების პრევენციას იწყებს.
ამ მიზნით კომპანიამ პარტნიორი სამედიცინო დაწესებულებები შეკრიბა და პირველი სოციალური აქცია „საქნახშირი ჯი აი ჯი ჯგუფში“ გამართა.
ტყიბულში ჩასულმა პროფესიონალ ექიმთა ჯგუფმა სამედიცინო კონსულტაციები „საქნახშირის“ 900 -ზე მეტ თანამშრომელს და ასევე, მათ დაუზღვეველ ოჯახის წევრებს, მათ შორის ბავშვებს გაუწიეს.
პედიატრიული, თერაპიული თუ სხვა ვიწრო პროფილის საკონსულტაციო მომსახურებით და რიგი ლაბორატორიულ- ინსტრუმენტული კვლევებით ყველა მსურველმა უფასოდ ისარგებლა.
„ჩვენი კომპანიისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი დაზღვეული ბენეფიციარებისთვის არა მხოლოდ დამდგარი სადაზღვევეო შემთხვევების ანაზღაურება, არამედ სამედიცინო რისკების პრევენცია. სწორედ ამიტომ ჩვენ ვიწყებთ „საქნახშირით“. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ასეთი პროფილაქტიკური კვლევების შემდეგ დანიშნული მკურნალობაც, სადაზღვევო ლიმიტებით, სრულად ანაზღაურდება“, - აცხადებს Global Benefits Georgia -ს გენერალური დირექტორი ნინო კობახიძე.
განსხვავებული პრობლემატიკის მქონე პაციენტებს კონსულტაციები გაუწიეს „მზიური მედის“ პედიატრიულმა გუნდმა და წამყვანმა პედიატრმა, თემურ მიქელაძემ. ტყიბულში იმყოფებოდნენ „გლობალ ბენეფიტს ჯორჯიას“ პარტნიორი სამედიცინო ცენტრების „ციტოს“, „ოფთალმედის“, „ენმედიცის“, „ბოხუას სახელობის კარდიოვასკულარული ცენტრის“, „ნიუდენტის“ და „ბომონდის“ სპეციალისტები. .
ექიმები პროფილაქტიკის აუცილებლობაზე ამახვილებენ ყურადღებას. მიიჩნევენ, რომ აუცილებელია მსგავსი აქციები სხვა რეგიონებში განხორციელდეს, რაც ჯანმრთელობის კუთხით არსებული პრობლემების იდენტიფიცირების საშუალებას იძლევა.
„პრევენციული ღონისძიებების გატარებით მოსახლეობა შეძლებს თავიდან აიცილოს ის დიდი პრობლემები, რაც შეიძლება ჯანმრთელობას უკავშირდებოდეს“, - აღნიშნავენ ექიმები.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss