| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - თბილისის თვითმფრინავის კომპოზიტური ნაწილების მაღალტექნოლოგიურმა ქარხანამ (ATC) პირველი შეკვეთა უკვე მიიღო.
კომპანიის წარმომადგენლის ნინო ჩოლოყაშვილის განცხადებით, შეკვეთა შიდა სალონის დამზადებას გულისხმობს.
„შეკვეთა გვაქვს მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი კომპანიისგან. სამწუხაროდ, ჯერ არ გვაქვს უფლება ამ კომპანიის დასახელების“, - აღნიშნა ნინო ჩოლოყაშვილმა.
"საპარტნიორო ფონდის" აღმასრულებელი დირექტორის განმარტებით, შეკვეთა მიიღო საწარმოს თანამფლობელმა კომპანია Elbit -მა, რომელიც 230-ზე მეტ ნაწილს სწორედ საქართველოში დაამზადებს და დამკვეთს მიაწვდის.
საწარმო პროდუქციის გამოშვებას 2019 წლიდან დაიწყებს, მანამდე სატესტო რეჟიმში იმუშავებს. წარმოებული პროდუქტი ისრაელში შემოწმდება, სხვადასხვა მეთოდით.
"თუ წლის განმავლობაში ქარხანამ ტესტირება გაიარა და სერტიფიცირება მიიღო, ეს 200-ზე მეტი დეტალი წავა მომხმარებელთან ", - აღნიშნა საგანელიძემ.
ქარხანა ეტაპობრივად დაიტვირთება, სრულ სიმძლავრეზე 5 წელში გავა და გაყიდვების მოცულობა წლიურად 60 მლნ დოლარს გადააჭარბებს.
საწარმოში, რომელიც „საპარტნიორო ფონდისა“ და ებრაული კომპანია „Elbit Systems Cyclone“-ის ერთობლივი პროექტია, თვითმფრინავებისთვის ნაწილები დამზადდება თვითმფრინავებისთვის ნაწილები დამზადდება - კარები, აეროდინამიკური ზედაპირი, საკონტროლო პანელი და სხვა. აღნიშნული ნაწილები განკუთვნილი იქნება მსოფლიოში ცნობილი თვითმფრინავების მწარმოებელი ისეთი კომპანიებისთვის, როგორებიცაა Boeing, Airbus, Bombardier-ი.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss