| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - 10 მაისიდან პეესპეს საიუბილეო გრანდიოზული გათამაშება დაიწყო.
საიუბილეო გათამაშების პრიზები უპრეცედენტოა:
10 წლის მანძილზე 1000 ლარიანი ხელფასი! ანუ მომდევნო 10 წლის განმავლობაში 2028 წლის თითქმის ნოემბრის ჩათვლით გამარჯვებულს ყოველ თვეში პსპ-სგან 1000 ლარიანი ხელფასი ჩაერიცხება. 25 000 ლარი და გარემონტებული ბინა თბილისის ცენტრალურ უბანში!
პსპ-ს გათამაშება იუბილარია - წელს მას 10 წელი უსრულდება.
"პირველი გათამაშება 2008 წლის 1 ივნისს ჩატარდა. მას შემდეგ პეესპემ 20 გათამაშება ჩაატარა და 152 ოჯახს ძვირადღირებული პრიზები გადასცა, მათ შორის 46 ახალთახალი ავტომობილი. პსპ-ს გამარჯვებულებს საქართველოს ყველა კუთხეში შეხვდებით.
ახალ გათამაშებაში ჩართვა მომხმარებელს უკვე დღეიდან შეუძლია. გათამაშების პირობები უცვლელია, პეესპეში ყოველ 10 ლარიან შენაძენზე მომხმარებელი გათამაშების თითო ბილეთს მიიღებს. გათამაშება 4 ნოემბერს გაიმართება", - აცხადებენ კომპანიაში.
10 წელია პსპ-ს გათამაშება ასეულობით ადამიანის სიხარულის ისტორიად იქცა. შეუერთდით პეესპეს გამარჯვებულებს! შექმენით თქვენი სიახარულის ისტორია!
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss