| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - საქართველოს ეროვნულმა ბანკმა საქართველოს დამფუძნებელი კრების (პარლამენტი) 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საკოლექციო მონეტის დიზაინის ესკიზის შესარჩევად განმეორებითი კონკურსი გამოაცხადა.
დიზაინერებმა 5 ლარის ნომინალის მონეტის ესკიზი უნდა შექმნან.
წინა კონკურსზე წარმოდგენილი ესკიზებიდან სებ-ის მოწონება ვერც ერთმა დაიმსახურა, სწორედ ამიტომ ახალი კონკურსი ცხადდება. საკონკურსო მასალების მიღება იწარმოებს ყოველ სამუშაო დღეს 2018 წლის 8 მაისიდან, 2018 წლის 22 მაისის ჩათვლით, დილის 10:00 საათიდან - 18:00 საათამდე (თბილისი 0114, სანაპიროს ქ. #2 საქართველოს ეროვნული ბანკი)
შეგახსენებთ, რომ 1919 წლის მოწვევის დამფუძნებელი კრება იყო პირველი ქართული პარლამენტი, რომელიც შეიქმნა საქართველოს ისტორიაში პირველი მრავალპარტიული დემოკრატიული არჩევნების ჩატარების შედეგად. 2019 წელს, საქართველო ამ თარიღის 100 წლის იუბილეს აღნიშნავს.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss