| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - ხვალ, 10 მაისს, თვითმფრინავის კომპოზიტური ნაწილების მაღალტექნოლოგიური ქარხნის (ATC) გახსნის ოფიციალური ცერემონიალი გაიმართება.
საზეიმო გახსნის შემდეგ დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართავენ პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი „საპარტნირო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე, „Elbit Systems Cyclone“-ის წარმომადგენელი რან კრილი და ისრაელის ელჩი საქართველოში შაბთაი ცური.
ქარხნის გახსნის ოფიციალურ ცერემონიალს საქართველოს მთავრობის, პარლამენტის, ადგილობრივი ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსისა და ბიზნეს წრეების, ასევე, ისრაელის მთავრობის წარმომადგენლები დაესწრებიან.
ATC (Aero-Structure Technologies Cyclone) „საპარტნიორო ფონდისა“ და ებრაული კომპანია „Elbit Systems Cyclone“-ის ერთობლივი პროექტია.
ATC– ამიერკავკასიაში თვითმფრინავის კომპოზიტური ნაწილების პირველი მაღალტექნოლოგიური ქარხანაა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss