ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
HUB GEORGIA საქართველოს რკინიგზის წინააღმდეგ დავას იწყებს
9 მაისი, 2018, 12:06
HUB GEORGIA  საქართველოს რკინიგზის  წინააღმდეგ დავას იწყებს

თბილისი (GBC) - ტრანსპორტის საკითხებზე მომუშავე პლატფორმა Hub Georgia  სარკინიგზო გადაზიდვებში  მონოპოლიაზე აცხადებს და სამართლებრივ დავას იწყებს. 

Hub Georgia პირველ ეტაპზე კონკურენციის სააგენტოს და საქართველოს აუდიტის სამსახურს მიმართავს, შემდეგ კი კერძო სუბიექტებთან ერთად დავის გაგრძელებას საქალაქო სასამართლოში აპირებს. 

ორგანიზაციის  აღმასრულებელი დირექტორი, ვასო ურუშაძე მიიჩნევს, რომ  დღეს მონოპოლიაა, რითაც კერძო სექტორის საქმიანობა იზღუდება. 

ვასო ურუშაძე ამბობს, რომ "საქართველოს რკინიგზის" შვილობილები  ბოროტად იყენებენ თავის დომინანტურ პოზიციას და შერჩევითად ემსახურებიან სხვადასხვა კერძო სუბიექტებს. კერძოდ, უქმნიან ხელოვნურ ბარიერებს და ბევრი მათგანისთვის ტვირთების ტრანსპორტირება  რკინიგზით შეუძლებელი ხდება.

"ჩვენი მიზანია დავამარცხოთ ეს პრაქტიკა საქართველოს რკინიგზაში და ის დავუბრუნოთ სახელმწიფო ინტერესებს. დარწმუნებული ვარ ამ ბრძოლას მოვიგებთ ადრე, თუ გვიან", - განაცხადა ვასო ურუშაძემ. 


მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები