ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
რა შემთხვევაში ვერ აიღებთ სესხს - სებ-მა სავარაუდო შეზღუდვები უკვე განსაზღვრა  
8 მაისი, 2018, 11:18
რა შემთხვევაში ვერ აიღებთ სესხს   - სებ-მა სავარაუდო შეზღუდვები უკვე განსაზღვრა  

თბილისი (GBC) –  ეროვნული ბანკი საფინანსო ორგანიზაციებს სესხის მომსახურეობის და სესხის უზრუნველყოფის კოეფიციენტს განუსაზღვრავს.

კოეფიციენტები მსესხებლის ყოველთვიურ წმინდა შემოსავალზეა დამოკიდებული და ასე გამოიყურება:   

ყოველთვიური წმინდა შემოსავლების მოცულობა ლარში

სესხის მომსახურების კოეფიციენტი - მაქსიმალური მაჩვენებელი 

<=500

15%

500-1,000

20%

1,000-2,000

25%

2,000-4,000

30%

4,000-8,000

35%

8,000-16,000

40%

>=16,000

50%

 

 

სესხის უზრუნველყოფის კოეფიციენტი - მაქსიმალური მაჩვენებელი

75%

სესხის უზრუნველყოფის  კოეფიციენტი მაღალლიკვიდური  უძრავი ქონების შემთხვევაში - მაქსიმალური მაჩვენებელი

85%

 სებ-ის მიერ მომზადებულ  "ფიზიკურ პირებზე სესხების გაცემის შესახებ დებულების" პროექტი სხვა შეზღუდვებსაც ითვალისწინებს. მათ შორის, საფინანსო ორგანიზაციები ვალდებულნი ხდებიან სესხის გაცემამდე დეტალურად გააანალიზონ მსესხებლის/თანამსესხებლის შემოსავლები, ხარჯები და ვალდებულებები. ასევე ყველა ის დამატებითი ფაქტორი, რომელმაც შეიძლება ნეგატიური ზეგავლენა მოახდინოს მათი ვალდებულებების მომსახურებაზე.

იმისათვის, რომ მსესხებლის/თანამსესხებლის შემოსავალი გადამხდელუნარიანობის სრულფასოვანი ანალიზის მიზნებისათვის ჩაითვალოს გაანალიზებულად და დადასტურებულად,  სესხის გამცემ ორგანიზაციაში  წარმოდგენილ უნდა იქნას  შესაბამისი დოკუმენტაცია (სახელფასო ამონაწერი საბანკო ანგარიშიდან, ცნობა შემოსავლების სამსახურიდან და სხვა მსგავსი სანდოობის მქონე დოკუმენტაცია).

ამასთან, სესხის გამცემმა ორგანიზაციამ მსესხებლის დაუდასტურებელი შემოსავლები უნდა გაითვალისწინოს კონსერვატიულად.

დაუშვებელია ისეთი სესხის/კრედიტის გაცემა, როდესაც მსესხებელი/თანამსესხებელი იხდის მხოლოდ დარიცხულ პროცენტს, ხოლო ძირს ან ძირის მნიშვნელოვან ნაწილს ვადის ბოლოს. ძირის გადახდა სასურველია ხდებოდეს მსესხებლის/თანამსესხებლის შემოსავლებზე მორგებული გონივრულად შედგენილი გრაფიკის მიხედვით.

სესხის გამცემმა ორგანიზაციამ უნდა გაითვალისწინოს სავალუტო, ან ცვლადი საპროცენტო განაკვეთით გამოწვეული რისკებიც.

იმ შემთხვევაში კი, თუკი სესხის/კრედიტის დაფარვის ვადა აჭარბებს მსესხებლის/თანამსესხებლის პენსიაზე გასვლის პერიოდს, სესხის გამცემმა ორგანიზაციამ დამატებით დოკუმენტურად უნდა  დაადასტუროს ის შემოსავლები, რითიც მოხდება საპენსიო ასაკის მიღწევის შემდგომ მსესხებლის/თანამსესხებლის მიერ სესხის მომსახურება.

სახელმწიფო პენსიიდან მისაღები შემოსავალი   არ შეიძლება გათვალისწინებული იქნას სესხის/კრედიტის დაფარვის წყაროდ.

იმ შემთხვევაში კი, თუ სესხი გაიცემა ტრანშებად, ყოველი მომდევნო ტრანშის გაცემამდე, სავალდებულოა წინა ტრანშის მიზნობრიობის შესრულების გადამოწმება.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები