| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - 7 მაისიდან კომერციული ბანკები მომხმარებელთა გადამხდელუნარიანობის სრულფასოვანი ანალიზის გარეშე სესხებს ვეღარ გასცემენ.
ცვლილება „ბანკებში კრედიტების კონცენტრაციისა და მსხვილი რისკების შესახებ დებულებაში” შევიდა, რომელიც დღეიდან არის ძალაში.
ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, ახალი რეგულაციით, სრულფასოვანი ანალიზის გარეშე სესხების საერთო თანხა არ უნდა აღემატებოდეს კომერციული ბანკის საზედამხედველო კაპიტალის 25%-ს.
ამასთან, მსესხებლის გადამხდელუნარიანობის სრულფასოვანი ანალიზის გარეშე უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხების საერთო თანხა არ უნდა აღემატებოდეს ბანკის საზედამხედველო კაპიტალის 15%-ს და სესხის გაცემისას, სესხის უზრუნველყოფის კოეფიციენტი (Loan to Value Ratio) არ უნდა იყოს 50%-ზე მეტი.
“შემოსავლის დადასტურების გარეშე საცალო სესხების გაცემის მოტივაციის შემცირება ხელს შეუწყობს საკრედიტო სტანდარტების გაუმჯობესებას საბანკო სექტორში, კომერციული ბანკების საკრედიტო პორტფელების ხარისხის გაუმჯობესებას და სოციალური პასუხისმგებლობის მქონე საკრედიტო ურთიერთობების წახალისებას“, - მიიჩნევენ ქვეყნის მთავარ ბანკში.
გადამხდელუნარიანობის სრულფასოვანი ანალიზი გულისხმობს მსესხებელი/თანამსესხებელი პირის (როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირი ან ისეთი ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელიც არ არის იურიდიული პირი) შემოსავლების, ხარჯებისა და ჯამური ვალდებულებების დეტალურ ანალიზს, ყველა იმ დამატებითი ფაქტორის გათვალისწინებით, რომელმაც შეიძლება ნეგატიური ზეგავლენა მოახდინოს ვალდებულებების მომსახურებაზე.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss