| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - სახანძრო-სამაშველო სპეცავტომობილის პროტოტიპის შექმნა სსსტც “დელტას“ და Rosenbauer -ს დაახლოებით, 800 000 ლარი დაუჯდება.
ეს თანხა 2 ერთეული სწრაფი რეაგირების მულტიფუნქციური სახანძრო-სამაშველო ავტომობილების შექმნას მოხმარდება. მომსახურების შესყიდვა კი, გამარტივებული გზით მოხდება.
ავტომობილები, რომლებიც, პრემიერის თქმით, პიკაპის ჩონჩხზე აიწყობა, იქნება საცდელი პროტოტიპი. მათ საქართველოს პირობებში გამოცდიან, შემდეგ კი, სერიული წარმოება დაიწყებენ.
აღსანიშნავია, რომ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური გეგმავს 5 წლიანი პროგრამის ფარგლებში განაახლოს სახანძრო-სამაშველო ავტოპარკი, რომლის დიდი ნაწილი შედგება მოძველებული საბჭოთა ტექნიკისგან და საჭიროებს ჩანაცვლებას.
სამომავლოდ, გათვლა კეთდება ექსპორტზეც. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში მიიჩნევენ, რომ Rosenbauer -ის ჩართულობით საქართველოში აწყობილი სახანძრო საშუალებების მომხმარებლები შესაძლოა გახდნენ პოსტსაბჭოთა ქვეყნები, რომელთა სახანძრო ავტოპარკი, მცირე გამონაკლისების გარდა, ძირითადად მოძველებული საბჭოთა ტექნიკისგან შედგება და განახლებას საჭიროებს.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss