ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მსოფლიო ამბები << უკან
Marriott  -ი ILG -ს 4.7 მილიარდად ყიდულობს
4 მაისი, 2018, 17:20
Marriott  -ი ILG -ს 4.7 მილიარდად ყიდულობს

თბილისი (GBC) - სასტუმროების ოპერატორი კომპანია Marriott Vacations Worldwide კონკურენტ ILG -ს ყიდულობს.

მხარეებმა შეთანხმებაზე უკვე განაცხადეს. გარიგების ღირებულება 4.7 მილიარდი დოლარია (ქეშის და აქციების სახით), რომელიც შექმნის უმსხვილეს ლაქშერი ბრენდს სასტუმროს ტიპის უძრავ ქონებაში. გარიგება ჯერ კიდევ აქციონერების მხარდაჭერას საჭიროებს.

Bloomberg -ის ცნობით, გარიგება გააერთიანებს ორ ყველაზე მსხვილ კომპანიას, რომელიც ფლობს ისეთ ბრენდებს, როგორიცაა Marriott, Ritz-Carlton, Westin, Hyatt და Sheraton.  კომპანიას ექნება შესაძლებლობა კონკურენცია გაუწიოს Hilton Grand Vacations Inc (HGV.N) -ს და Bluegreen Vacations Corp (BXG.N)- ს .

Bloomberg-ი აღნიშნავს, რომ გარიგება შესაძლებლობას მისცემს Marriott Vacations -ს მომდევნო 2 წლის განმავლობაში  ხარჯები 75 მილიონით დაზოგოს.

გაერთიანებული კომპანიის შემოსავალი იქნება 2.9 მილიარდი დოლარი და მას ექნება მთელი ქვეყნის მასშტაბით, 100-ზე მეტი სასტუმრო ობიექტი. კომპანიას ექნება ექსკლუზიური წვდომა  Marriott International -ის და Hyatt Hotels -ის ლოიალურ პროგრამებთან.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები