ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
კიკვიძე: ნაქურდალის განაღდება არც ერთი ქვეყნის ეკონომიკისთვის არ არის უცხო
ნინო შუბითიძე
4 მაისი, 2018, 15:28
კიკვიძე: ნაქურდალის განაღდება არც ერთი ქვეყნის ეკონომიკისთვის  არ არის უცხო

თბილისი (GBC) – ფინანსთა მინისტრის მორიგმა  რევოლუციურმა  ინიციატივამ  მსხვილი ბიზნესი გაახარა, წვრილი დაადუმა, ექსპერტები  კი,  100-ჯერ გაზომვის გარდაუვალ საჭიროებაზე აალაპარაკა.

„ნაქურდალის განაღდება არცერთი ქვეყნის ეკონომიკისთვის არ არის უცხო.  ის თანმდევი  გვერდითი მოვლენაა“, -  ექსპერტ დავით კიკვიძეს  ფინანსთა მინისტრის  რიტორიკაში კრიმინალთან კავშირი უადგილოდ ეჩვენა.  ლომბარდებისთვის თამაშის წესების  შემოღება რომ საჭიროა,  სადაო არ არის. თუმცა კომპლექსურ და სენსიტიურ მიდგომას საჭიროებს, მოსამზადებელ სამუშაოებთან ერთად, სტრესტესტებით, სხვადასხვა სიმულაციებით და ალგორითმებით უნდა შეფასდეს  რეგულაციის ასახვის შედეგები.

დავით კიკვიძე აპელირებს ბოლოდროინდელი ცვლილებების ნეგატივით, რაც  ბანკების ახალ  რეგულირებას მოჰყვა, როცა შედეგი, სასურველის საწინააღმდეგო  აღმოჩნდა. პრევენციის ნაცვლად ბაზრის ყველა სეგმენტი  3 ბანკზე კონცენტრირდა. ანალოგიურ რისკს ხედავს ლომბარდების ინიციატივაშიც. წვრილი გაირიყება,  მსხვილი კი უფრო გამსხვილდება. შესაბამისად,  გადამეტებული დაცვით მივიღებთ  უკონკურენტო ბაზარს, რომლის განვითარებას საფრთხე შეექმნება.

განსხვავებულად ფიქრობს ბიზნესი, კერძოდ, „კავკასიის ავტოიმპორტი“. მისი დამფუძნებლის გიორგი სურგულაძის თქმით,  „ლომბარდი  ადამიანის ძარცვის ლეგალიზებული ინსტრუმენტია“.   ის მსოფლიო  გამოცდილების გათვალისწინებით მსჯელობს.  ევროპის, მათ შორის, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში  საქართველოსგან განსხვავებით,  ლომბარდი ყოველი  ფეხის ნაბიჯზე  არ არის, თითზე ჩამოსათვლელია. 

 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები