| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - თბილისის მერია საზოგადოებას კულტურული და შემოქმედებითი ხელოვნების ახალ პლატფორმას სთავაზობს, რომელიც დაინტერესებულ პირებს საშუალებას მისცემს, საკუთარი იდეები ახლებური ხედვით, ღია ცის ქვეშ განახორციელოს.
ახალი პლატფორმის ფარგლებში ქალაქში იგეგმება კონცერტების, საგანმანათლებლო ლექციების, გამოფენების, თეატრალური, მუსიკალური, ფოტოხელოვნებისა და გრაფიტის ფესტივალების მოწყობა, ღონისძიებებში მონაწილეობა კი ყველა დაინტერესებულ პირისთვის იქნება შესაძლებელი.
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, პროექტი, რომელიც ხელოვნებისა და კულტურის წარმომადგენლებს გააერთიანებს, აგვისტოს ბოლომდე გაგრძელდება.
„ყოველ პარასკევ-შაბათ-კვირას ქალაქში იქნება კონკრეტული ლოკაციები მოცემული, სადაც სხვადასხვა სახის კულტურული ღონისძიებები - კონცერტები, მუსიკალური და თეატრალური წარმოდგენები გაიმართება. ვფიქრობ, ამით ახალ სიცოცხლეს შემოვიტანთ ქალაქში. რაც მთავარია, ჩვენ არ ვიქნებით ორიენტირებული მხოლოდ ცენტრალურ ადგილებზე და ცენტრალურ ქუჩებზე. მთელი ქალაქის მასშტაბით იქნება კონკრეტული ადგილები, სადაც კონცერტები და ეს პროექტი განხორციელდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მერის მოადგილის, სოფიო ხუნწარიას თქმით, პროექტი ქალაქს სხვა რაკურსით წარმოაჩენს და ქალაქში სხვადასხვა საინტერესო ლოკაციებს შექმნის.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss