| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - "ძალიან მინდა გამოვიდეს" - ირაკლი რუხაძე ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი ბანკი "ქართუს" შეძენის გეგმას ადასტურებს.
"ლიბერთი ბანკის" აქციონერი ამბობს, რომ "ქართუს" ყიდვის პროცესში არიან.
"ვართ პროცესში, უკვე განვუცხადეთ ეროვნულ ბანკს. ძალიან მინდა გამოვიდეს ქართუს ყიდვა. ჯერ კიდევ სამუშაოებია დარჩენილი ", - განუცხადა Bm.ge -ს ირაკლი რუხაძემ.
ის ვერც პროცესის დასრულების ვადას ასახელებს.
"შეიძლება 2 თვეა დარჩენილი, შეიძლება 2 წელი" - ამბობს ბიზნესმენი.
რუხაძის კომპანია European Financial Group B.V. -მ ( EFG) "ლიბერთი ბანკის" საკონტროლო პაკეტი 2017 წლის შემოდგომაზე შეიძინა.
ამ გარიგების შედეგად ბანკის ბენეფიციარი მესაკუთრეები გახდნენ ირაკლი რუხაძე (აშშ-ის მოქალაქე), ბენ მარსონი (გაერთიანებული სამეფოს მოქალაქე) და იგორ ალექსეევი (აშშ-ის მოქალაქე).
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss