ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
PSP მომხმარებელს თურქეთიდან მედიკამენტების ჩამოტანის სერვისს სთავაზობს
1 მაისი, 2018, 11:41
PSP მომხმარებელს თურქეთიდან მედიკამენტების ჩამოტანის სერვისს სთავაზობს

თბილისი (GBC) - PSP მომხმარებელს თურქეთიდან მედიკამენტების ჩამოტანის სერვისს სთავაზობს. 

კომპანიის მენეჯმენტის განცხადებით, ცოტა ხნის წინ მედიაში  გავრცელდა ინფორმაცია, რომ თურქეთის ტერიტორიაზე ცალკეული მედიკამენტების ფასი საქართველოს სააფთიაქო ქსელებში არსებული ფასებისგან განსხვავებულია, რაც სიმართლეა. 

"გამომდინარე იქიდან, რომ თურქეთის სამომხმარებლო ბაზარი გაცილებით დიდია, ვიდრე საქართველოსი, ბევრი დასავლური მწარმოებელი თურქეთში სპეციალური ლიცენზიით  მედიკამენტებს ამზადებს, რაც ფასების ოპტიმიზაციას უწყობს ხელს. ამ ლიცენზიით მედიკამენტების გაცემა მხოლოდ თურქეთის ტერიტორიაზეა შესაძლებელი, რომლის ექსპორტზე გატანა არაა ნებადართული. სამწუხაროდ, თურქეთიდან ამ მედიკამენტების შემოტანის და სააფთიაქო ქსელში განთავსების შესაძლებლობა არ არის.

იმ ონკოლოგიური და სხვა ძვირადღირებული მედიკამენტებისთვის, რომელიც თურქეთის ტერიტორიაზე სპეციალური ლიცენზიით იწარმოება და დაბალ ფასად იყიდება, PSP მთელს მოსახლეობას უკვე რამდენიმე წელია მედიკამენტების ჩამოტანის სერვისს სთავაზობს.

მოსახლეობას საშუალება ეძლევა, აღნიშნული სპეციალური დანიშნულების ონკოლოგიური და სხვა ძვირადღირებული პრეპარატების ჩამოტანის სერვისით ისარგებლოს და მედიკამენტები ინდივიდუალური მოხმარებისათვის ყოველგვარი ფასნამატის გარეშე მიიღოს", -  ნათქვამია კომპანიის განცხადებაში. 

მომხმარებელმა სპეციალურ ნომრებზე 595 800 814 ან 551 93 44 55 უნდა დარეკოს და ფორმა 100-ის საფუძველზე მედიკამენტი შეუკვეთოს.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები