ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
საქართველოსა და EFTA-ს წევრ ქვეყნებს შორის თავისუფალი ვაჭრობა ამოქმედდა
1 მაისი, 2018, 10:28
საქართველოსა და EFTA-ს წევრ ქვეყნებს შორის თავისუფალი ვაჭრობა ამოქმედდა

თბილისი (GBC)  - 1 მაისიდან ქართველ მწარმოებლებს EFTA -ს წევრი ქვეყნების 14 მილიონიანი ბაზარი გაეხსნა. 

თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება საქართველოსა და ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის (EFTA) ყველა წევრ-სახელმწიფოს შორის ამოქმედდა, ნორვეგიასა და ისლანდიას, რომლებთანაც აღნიშნული შეთანხმება 2017 წლის პირველი სექტემბრიდან მოქმედებს, ასოციაციის ორი წევრი ქვეყანა - შვეიცარიის კონფედერაცია და ლიხტენშტეინის სამთავრო შეემატა. 

შეთანხმება მოიცავს შემდეგ საკითხებს: საქონლით ვაჭრობა; მომსახურებით ვაჭრობა; სანიტარიული და ფიტოსანიტარიული ზომები; ვაჭრობაში ტექნიკური ბარიერები; წარმოშობის წესები, ვაჭრობის ხელშეწყობა და თანამშრომლობა საბაჟო საკითხებში; ინტელექტუალური საკუთრება; სახელმწიფო შესყიდვები; კონკურენცია; ვაჭრობაში დაცვითი ზომები და მდგრად განვითარება.

დეტალური ინფორმაცია თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული პროდუქტებისა და მომსახურების შესახებ შეგიძლიათ, იხილოთ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე: www.economy.ge

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები