ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
ეკონომიკის მინისტრის მოადგილე  BGEO -ს აქციონერია
30 აპრილი, 2018, 12:16
ეკონომიკის მინისტრის მოადგილე  BGEO -ს აქციონერია

თბილისი (GBC) - ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გიორგი ჩერქეზიშვილი BGEO GROUP -ის აქციონერია.

ჩერქეზიშვილმა უმსხვილეს საბანკო - საინვესტიციო ჰოლდინგის აქციები ჯერ კიდევ 2013 წელს შეიძინა და პაკეტში 9432 ფუნტი გადაიხადა. დაბანდება მომგებიანი გამოდგა. 2018 წლის 30 აპრილის ვაჭრობის შედეგებით, ჩერქეზიშვილის კუთვნილი აქციების ფასი თითქმის გაორმაგებულია და პაკეტის ღირებულებაც 18 287 ფუნტს აღწევს.

BGEO -ში მიმდინარე გაყოფის ფონზე, ახლა მინისტრის მოადგილეს მოუწევს გადაწყვიტოს  საბანკო თუ საინვესტიციო მიმართულებით შეინარჩუნებს წილს.  

ჩერქეზიშვილის საინვესტიციო პორტფელში კიდევ 2 კომპანიის აქციებია. ის ფლობს „კავკასუს ენერჯი ენდ ინფრასტრაქჩას“ 1116 აქციას (ეს კომპანია ბოლო წლებია აქციონერებისგან წილის გამოსყიდვას ახდენს) და ასევე არის BGEO  -ს შვილობილი „თელიანი ველის“ 981 აქციის მფლობელიც.

გიორგი ჩერქეზიშვილი ეკონომიკის მინისტრის მოადგილის პოსტზეა 2017 წლის მარტიდან. ამავე პერიოდიდან ის არის „ტრასეკას“ ეროვნული მდივანი.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები