ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
სებ-ის ექს-შენობის  საგარეო უწყების ოფისად ადაპტირებაზე დამატებით 8.7 მილიონი დაიხარჯება
29 აპრილი, 2018, 20:08
სებ-ის ექს-შენობის  საგარეო უწყების ოფისად ადაპტირებაზე დამატებით 8.7 მილიონი დაიხარჯება

თბილისი (GBC) - ეროვნული ბანკის ყოფილი შენობის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფისად ადაპტირებაზე დამატებით 8.7 მლნ ლარი დაიხარჯება.

დამატებითი მოცულობითი თანხის გამოყოფა  სამუშაოების დეტალური  საპროექტო დოკუმენტაციის გარეშე დაწყებამ განაპირობა.

პროექტის განმახორციელებელი მუნიციპალური განვითარების ფონდის განმატებით, სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობისას გამოვლინდა მთელი რიგი გაუთვალისწინებელი სამუშაოები. წარმოქმნილმა პრობლემურმა საკითხებმა კი წარმოაჩინა, რომ აღნიშნულ საპროექტო დოკუმენტაციაში ხარვეზებია და საჭიროებს დამატებით კონსულტაციებსა და კორექტირებებს.

მნიშვნელოვანი ცვლილებები იქნა შეტანილი შენობის საინჟინრო კომუნიკაციების პროექტში, შენობის საძირკვლის გამაგრების პროექტსა და შენობის სახურავის მოწყობის პროექტში.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხია  ისტორიული შენობის გიორგი ლეონიძის ქუჩის მხარეს გამავალი ფასადი და შენობის ისტორიული დარბაზი, სადაც თავდაპირველად რეკონსტრუქცია დაგეგმილი არ იყო, თუმცა აღმოჩნდა, რომ რესტავრაცია აუცილებელია. ასევე აუცილებელია განხორციელდეს სახანძრო უსაფრთხოების საჭირო სამუშაოები.

გამარტივებული შესყიდვით მოთოვნილი 8.7 მლნ ლარიდან  5 მილიონი დაიხარჯება შენობის ინტერიერში ჩასატარებელი მოპირკეთების სამუშაოებისთვის. გაკეთდება მინის ტიხრები, ლიფტები, მოხდება მარმარილოს მოზაიკური იატაკის და ხის დეკორატიული პანელების რეკონსტრუქცია.

2.65 მლნ დაიხარჯება  გათბობა-გაგრილებისა და ვენტილაციისა დამატებითი დანადგარების მონტაჟისთვის,

1.05 მლნ კი,  ლეონიძის ქუჩაზე გამავალი შენობის ფასადისა და ისტორიული დარბაზის რესტავრაციის სამუშაოებისთვის.

შეგახსენებთ, საგარეო საქმეთა სამინისტროს ახალი შენობისთვის 10.47 -მილიონიანი კონტრაქტი კომპანია “ინ-სი“-სთან გასული წლის შემოდგომაზე გაფორმდა.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები