ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
სნო ქიდსი ბაზარზე ახალი მანათობელი ეტიკეტებით გამოვიდა
25 აპრილი, 2018, 13:31
სნო ქიდსი ბაზარზე ახალი მანათობელი ეტიკეტებით გამოვიდა

თბილისი (GBC)- წყალის „სნო“ მწარმოებელმა  "აქვა გეომ" 25 აპრილიდან, მომხმარებელს „სნო ქიდსის“ ეტიკეტების განახლებული, მანათობელი ვერსია შესთავაზა.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია წარმოებული პროდუქტის ხარისხი შეესაბამებოდეს მომხმარებლის მოთხოვნებს, რაც თავისთავად გულისხმობს ტექნოლოგიური პროცესების სისტემურ და პერმანენტულ განახლება-გაუმჯობესებას. „სნო ქიდს“-ის წყალი პირველია ბაზარზე, რომელმაც საბავშვო პროდუქციის დაფასოება-წარმოების ლიცენზია მოიპოვა. საბავშვო წყლის საწარმოო პროცესი უმკაცრესი საკონტროლო ეტაპებისაგან შედგება. სწორედ ეს განაპირობებს მის მაქსიმალურ დაცულობასა და საბავშვო წყლის სტატუსს. კერძოდ, „სნო ქიდს“-ის წყალი დამატებით 5 საკონტროლო ეტაპს, რაც ჩვენი პატარების ჯანმრთელობის გარანტიაა.“- განაცხადა კომპანიის გენერალურმა დირექტორმა გიორგი ჯირკვალიძემ.

„სნო ქიდს“-ი ბაზარზე ეტიკეტის განახლებული კონცეფციით 2018 წლის აპრილიდან გამოჩნდება. ეტიკეტებს დამატებითი ფუნქცია ექნებათ, ისინი სიბნელეში გაანათებენ

„ჩვენი ბრენდის „სნო ქიდს“-ის მომხმარებელი ბავშვები არიან. წყლის დღიური ნორმის მიღება კი მათთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ვცდილობთ მაქსიმალურად გავზარდოთ ბავშვების დაინტერესება, რომ მათ თავად მოითხოვონ წყალი. ეტიკეტი რომელიც გაანათებს თავისთავად მიმზიდველი იქნება პატარებისთვის“ - აღნიშნავს გიორგი ჯირკვალიძე.

„სნო ქიდს“-ი ევრო რეგულაციების სრული გათვალისწინებით იწარმოება. საწარმოო პროცესის დროს მიმდინარეობს წარმოების დამატებითი კონტროლი. ტარა და საცობი გამოყენების წინ გადის დამატებით დეზინფექციას უმაღლესი კლასის ფილტრების ქვეშ გატარებული ჰაერის ნაკადისა და ულტრაიისფერი ნათურების ქვეშ. პროდუქტთან შეხებაში მყოფი ეტიკეტების და შესაფუთი მასალების მიმართ წაყენებული განსაკუთრებული მოთხოვნები სრულადაა დაკმაყოფილებული, რაც რადიაციული გამოსხივების კონტროლსაც გულისხმობს.

წარმოების პროცესში ასევე დანერგილია BPA/S Free კონტროლი, რაც ბისფენოლ-ა/ს- ს შემცველობას აკონტროლებს. ევროკომისიის ექსპერტთა დასკვნით ბისფენოლ-ა უარყოფითად მოქმედებს ჩვილ ბავშვთა იმუნურ სისტემასა და საერთო განვითარებაზე. ბისფენოლ-ა ასევე უარყოფით გავლენას ახდენს რეპროდუქციული, ნერვული და იმუნური სისტემების მუშაობაზე. „სნო ქიდს“-ი ამ ნივთიერებისგან აბსოლუტურად თავისუფალია.

"აქვა გეო" 2009 წელს დაარსდა.   ბრენდი „სნო“ ბაზარზე 2012 წელს გამოჩნდა.

ვიდეო: 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები