ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
ფოთის ამბულატორიულ ცენტრში სხვადასხვა სპეციალობის ექიმის უფასო კონსულტაციები და კიბოს სკრინინგი ჩატარდება
25 აპრილი, 2018, 12:18
ფოთის ამბულატორიულ ცენტრში სხვადასხვა სპეციალობის ექიმის უფასო კონსულტაციები და კიბოს სკრინინგი ჩატარდება

თბილისი (GBC) - ფოთის ამბულატორიულ ცენტრში სხვადასხვა სპეციალობის ექიმის უფასო კონსულტაციები და კიბოს სკრინინგი ჩატარდება.

27 აპრილს ფოთის ამბულატორიულ ცენტრში მოწვეული მამოლოგი, გინეკოლოგი და პროქტოლოგი კიბოს სკრინინგის პროგრამის ფარგლებში მოსახლეობას კონსულტაციებს და კვლევებს უფასოდ ჩაუტარებენ.  უფასო მამოგრაფიული კვლევა  40-70 წლის ასაკის ქალბატონებს ჩაუტარდებათ.

კონსულტაციის დღეს საშვილოსნოს ყელის კიბოს ადრეულ სტადიაზე გამოვლენის მიზნით შესაძლებელი იქნება 25-60 წლის ქალბატონებისთვის პაპ ტესტის  უფასოდ ჩატარება.

მოსახლეობის თხოვნით, 27 აპრილს,  ფოთის ამბულატორიულ ცენტრში ალერგოლოგი და ოფთალმოლოგი პაციენტებს უფასოდ გასინჯავენ. ოფთალმოლოგიური კონსულტაციები 55 წელს გადაცილებული პაციენტებისთვის ჩატარდება.

უფასო კონსულტაციებზე მოსახლეობას საშუალება აქვს წინასწარი ჩაწერით დაჯავშნოს ექიმთან ვიზიტი, ნომერზე: 0 493 22 00 12  /  592 85 85 85. 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები