| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC)- ევროპულმა საქართველომ პარლამენტში მცირე ბიზნესისთვის საგადასახადო შეღავათების დაწესების საკუთარი ვერსია წარადგინა.
ოპოზიციურ პარტიაში მიიჩნევენ, რომ გაუარესებული ეკონომიკური გარემოთი დაზარალებულ მცირე და საშუალო ბიზნესს ვერ უშველის “ქართული ოცნების” მიერ ინიცირებული საგადასახადო ცვლილება.
პარტიის წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი მიიჩნევს, რომ აუცილებელია დღგ-თი დასაბეგრი ოპერაციის საერთო თანხა 100 000 - ლარიანი ზღვრიდან 200 000 ლარამდე გაიზარდოს, რაც მისი აზრით მცირე ბიზნესისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია. ამასთან, მიკრო ბიზნესივით, საერთოდ არ უნდა დაიბეგრო მცირე ბიზნესი.
“იმ 1%-ის დატოვებით და არა განულებით, როგორც ამას ჩვენი ინიციატივა ითვალისწინებს, კვირიკაშვილი საგადასახადო ინსპექციას ისევ უტოვებს მცირე ბიზნესის შემოწმების ბერკეტს. ამ 1%-ით იმდენად მცირე თანხა შევა ბიუჯეტში, რომ მას ფისკალური ეფექტი არც აქვს. უბრალოდ, კვირიკაშვილს უნდა, მთავრობას დარჩეს ბიზნესზე კონტროლის ეს ზედმეტი მექანიზმი,” - აცხადებს ზურაბ ჭიაბერაშვილი.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss