ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
გიორგი ზვიადაძე საქართველოში პირველ ანგელ ინვესტორულ ფონდს დააფუძნებს
24 აპრილი, 2018, 10:31
გიორგი ზვიადაძე საქართველოში პირველ ანგელ ინვესტორულ ფონდს დააფუძნებს

თბილისი (GBC) – გიორგი ზვიადაძე საქართველოში პირველ ანგელ ინვესტორულ ფონდს დააფუძნებს.

საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს უკვე ექს-უფროსმა, სხვა გეგმებიც დაასახელა - ვენჩურული ფონდების შემოყვანა და ბიოტექნოლოგიური ლაბორატორიის აშენება. ეს ის პრიორიტეტებია, რაზეც ზვიადაძე ფოკუსირებას მოახდენს.

გეგმების განხორციელებამდე საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს უფროსმა გადადგომაზე განაცხადა და შესრულებული სამუშაოების ანგარიშიც საკუთარ გამოსამშვიდობებელ წერილში დაწერა.

“განსრულდა ესე ამბავი, ვითა სიზმარი ღამისა.."

10 თვის მუშაობის შემდეგ, დღეს მომიწია დამშვიდობება საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს სსიპ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ძალიან კარგ გუნდთან.

უდიდესი მადლიერება მინდა გამოვხატო საქართველოს პრემიერმინისტრის მიმართ, რომლისგანაც მუდამ ვგრძნობდი სააგენტოსა და ჩემს მიმართ მხარდაჭერას.

ბატონი გიორგი გახარიას მიმართ, რომელმაც სრულიად უცნობ ადამიანს, აბსოლუტური სიცხადით განსაზღვრული დავალებით ჩამაბარა სანუკვარი საქმე.

ბატონი დიმიტრი ქუმსიშვილის მიმართ, რომელმაც შექმნა სააგენტო და შვილივით უყვარს და მუდამ საუკეთესოს გაუკეთებს მას და თითეულ ჩვენგანს.

 რა გავაკეთეთ?

https://gita.gov.ge- სააგენტოს ინოვაციური საიტი

https://events.gov.ge- სააგენტოს ღონისძიებების პორტალი, ყველა ღონისძიება ერთ წერტილში

http://coworking.gov.ge- საერთო სამუშაო სივრცის ვებ გვერდი, დაჯავშნეთ ყველაზე ინოვაციური სივრცე უფასოდ

http://idea.gov.ge- იდეების რეესტრი სადაც, პირველად მსოფლიოში, შესაძლებელი იქნება იდეის დარეგისტრირება.

http://grants.gov.ge- ყველა გრანტი ერთ საიტზე, ნათლად და გამჭვირვალედ, ფინანსებზე ხელმისაწვდომობისათვის

სტარტაპ მეგობრული პორტალი - გაეშვება მაისში და სტარტაპებს სპეციალურ პირობებს შესთავაზებს განვითარებისთვის.

GITA პირველი სახელმწიფო ორგანიზაციაა საქართველოში, რომელიც სრულად გადავიდა cloud სერვისებზე Microsoft office 365 enterprise-ის დანერგვით
- teams გუნდურად მუშაობის პლატფორმა
- planner დავალებების ელექტრონული პორტალი
- ყველაზე დახვეწილი კალენდარი
- ყველაზე უსაფრთხო ელ ფოსტა
- skype for business
ბევრი სხვა

სრულიად გამართული სატელეფონო ცენტრი 00 995 322 004482 (GITA=4482)

ყველაზე მცირე 5000 ლარიან გრანტებზეც კი შევქმენით კომისია სადაც საქპატენტის, სსიპ აწარმოე საქართველოში, სტარტაპ საქართველოს, კერძო სექტორისა და ჩვენი ორგანიზაციის წევრები არიან წარმოდგენილნი. ყველა კანდიდატი პირადად მოდის გასაუბრებაზე და უშუალოდ ისმენს კომისიის წევრების ღია, ნათელ და დასაბუთებულ პოზიციას.

პირველად გაკეთდა კიბერ ტრენაჟორი და თანამშრომლებს კიბერუსაფრთხოების სავარჯიშოები ჩაუტარდათ.

უამრავი ტრენინგი და მასტერკლასი

პროექტი: "დაიწყე ბიზნესი ფაბლაბთან ერთად" სადაც არაერთი ფაბ სტარტაპი დაიბადა

არცერთი მეგობარი და პროტექციული კადრი სამსახურში

დაზოგილი 3 მილიონი ლარი 2017 ში

სინერჯი ჯგუფის მიერ გაკეთებული სტრუქტურული ანალიზი და სამინისტროსთან ერთად შეჯერებული სამოქმედო სტრატეგია

ძირითადი პრინციპები რითაც ვხელმძღვანელობდი მოხელეობისას

თავმჯდომარე არის პასუხისმგებელი სააგენტოს და გუნდის შეცდომებზე

გუნდი იმსახურებს ქებას სააგენტოს და თავმჯდომარის ყველა წარმატებაზე.

ყველა გადაწყვეტილება უნდა იყოს დასაბუთებული

ყველა ხარჯი უნდა იყოს გამჭვირვალე

სააგენტოს ძირითადი ბენეფიციარია "სტარტაპი"

რეგიონებში უნდა შეიქმნას კ ე რ ძ ო ტექნოპარკები

ძალიან მნიშვნელოვანია საერთაშორისო ბიზნეს ინკუბატორების შემოყვანა საქართველოში

უნდა გაკეთდეს სახელმწიფო მხარდაჭერის აქსელერატორი რომ ყველაზე დიდმა შემსყიდველმა ქვეყანაში - სახელმწიფომ იყიდოს სერვისი/პროდუქტი სტარტაპისგან

მაქსიმლაურად ხელი უნდა შეეწყოს სამეცნიერი და ინდუსტრიულ სტარტაპებს

საბოლოოდ GITA უნდა გახდეს PPP (საჯარო და კერძო თანამფლობელობით) სააგენტო

ისტორიულად ზოგადი პრობლემა რაც ხრწნის და ანადგურებს ყველაფერს დადებითს საჯარო სექტორში, არის კარიერისტი კადრების წახალისება და ფრაზა"ამბობენ" - ცილისწამება და ენაჭარტალობა. 
მე შედეგით მინდოდა გამეზომა საქმის ფასეულობა.

 რას ვაპირებ მე?

ვაფუძნებ ანგელ ინვესტორულ ფონდს "StartupAngels"

მაქსიმალურად ვეცდები ვენჩურული ფონდის შემოყვანას საქართველოში

ბიოტექნოლოგიური ლაბორატორიის აშენებას

დაბოლოს, დანიშვნის დღიდან ვწერდი წერილს შემდგომისათვის, რადგან ვიცოდი, მალე, როგორც ყოველთვის ხდება ცხოვრებაში, დადგებოდა წასვლის დღე, მინდოდა ისეთივე ამაყი წავსულიყავი, როგორც მოვედი - ამიხდა ეს სურვილი:)

აი ეს პატარა წერილი ჩემი შემცვლელისათვის დავწერე.. „, - წერს ზვიადაზე Facebook-ის გვერდზე.

შეგახსენებთ, გიორგი ზვიადაძე „გლობალ სელის“ დამფუძნებელია, ამ კომპანიაში მისი პარტნიორი ბიზნესმენი თამაზ სომხიშვილი ხდება.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები