| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - ფინანსთა მინისტრი ვაშინგტონში გამართულ ვიზიტს "ძალიან მნიშვნელოვანს" უწოდებს.
სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ორგანიზებით გამართულ საგაზაფხულო შეხვედრებს მამუკა ბახტაძე Facebook-ის გვერდზე აფასებს.
"გავმართეთ შეხვედრები, როგორც საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან, ასევე მსოფლიო ეკონომიკური პოლიტიკის განმსაზღვრელ გავლენიან ჯგუფებთან.
აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ჩვენ მიერ შესრულებულია სავალუტო ფონდის ყველა კრიტერიუმი და პროგრამა წარმატებით ხორციელდება.
შეიძლება თამამად ითქვას, რომ ჩვენი ქვეყნის რეფორმები, ეკონომიკური ზრდის დინამიკა და ის დღის წესრიგი, რაც ჩვენს მთავრობას გააჩნია, ერთმნიშვნელოვნად არის მხარდაჭერილი პროცესში მონაწილე უკლებლივ ყველა მხარის მიერ.
აღსანიშნავია ის მნიშვნელოვანი გარემოებაც, რომ გვაქვს სრული მხარდაჭერა მცირე და საშუალო ბიზნესის სტიმულირებასთან დაკავშირებით, რომელიც პირდაპირ კავშირშია სასტარტო კაპიტალის რეფორმის განხორციელებასთან, რაც, თავის მხრივ, წარმოადგენს ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკის მთავარ მიზანს - საქართველოში დავამარცხოთ სიღარიბე", - წერს მინისტრი.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss