| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - სილქნეტი და ჯეოსელი მომხმარებლებს მორიგ ერთობლივ აქციას სთავაზობენ - უსასრულო საუბარი ჯეოსელის ქსელში სამი თვის ვადით
„სატელეკომუნიკაციო ბაზრის ორი ლიდერი კომპანიის გაერთიანება უზრუნველყოფს საქართველოს მომხმარებლებისთვის ყველა სატელეკომუნიკაციო ინოვაციური პროდუქტის და სერვისის ერთობლიობას, რასაც თან ახლავს დიდი უპირატესობები: სიმარტივე, ინდივიდუალური მოქნილი პირობები და ხარჯებისა და დროის მნიშვნელოვანი დაზოგვა“, - აცხადებენ კომპანია „სილქნეტში“, რომელიც ცოტა ხნის წინ გახდა „ჯეოსელის“ მფლობელი.
სპეციალური შეთავაზება ვრცელდება თბილისსა და რეგიონებში არსებულ სილქნეტის ყველა აბონენტზე, რომლებიც ამავდროულად, არის ჯეოსელის მომხმარებლებიც.
შეთავაზების გააქტიურება შესაძლებელია მომდევნო სამი თვის განმავლობაში, 23 ივლისის ჩათვლით. ერთობლივი შეთავაზებით სარგებლობა შესაძლებელია აქტივაციის მომენტიდან 90 დღის განმავლობაში.
შეთავაზების აქტივაცია შესაძლებელია შემდეგი არხებით: USSD კოდის - *155#, ჯეოსელის მობილური აპლიკაციის ან ონლაინ პორტალის მეშვეობით.
იმისათვის, რომ სილქნეტისა და ჯეოსელის საერთო აბონენტებმა ისარგებლონ ამ შეთავაზებით, საჭიროა, ჯეოსელის ნომერი და სილქნეტის სერვისები არ იყოს ცალმხრივად შეზღუდული
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss