| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - ჟურნალმა Time 100 ყველაზე გავლენიანი პირი დაასახელა.
სია 5 კატეგორიად არის დაყოფილი - "ლიდერები", "ნოვატორები", “არტისტები”, „ტიტანები“ და „იკონები“. თითოეული კატეგორიის გმირი სხვა ცნობილმა ადამიანმა დაახასიათა.
„ლიდერთა“ შორის არიან აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი, პრინცი გარი და მისი საცოლე მეგან მარკლი. მემკვიდრე პრინცი მუჰამედ ბინ - სალმანი. სიაში მოხვდა Microsoft -ის გენერალური დირექტორი სატია ნადელა. გასული წლისგან განსხავებით, გავლენიანთა შორის აღარ არის რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი. Time -მა, ის წელს კატეგორიისთვის როგორც ჩანს, შეუფერებლად მიიჩნია.
„ნოვატორების“ კატეგორიაში არიან ამერიკელი მომღერალი Cardi B, მსახიონი ტიფანი ჰადიში და ის ბავშვები, რომლებიც ფლორიდის შტატში, პარკლენდში ერთ-ერთ სკოლაში მომხდარ სროლას გადაურჩნენ და იარაღის გაყიდვის შეზღუდვაზე აქციები გამართეს. ისინი აშშ-ს 44-ე პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ წარადგინა.
„icon“- ები წელს არიან მოძრაობა #MeToo -ს დამფუძნებელი ტარან ბერკი, რიანა და ჯენიფერ ლოპესი.
“არტისტების” სიაში მოხვდნენ გილიერმო დელ ტორო, ტელეწამყვანი ჯემი კიმელი, ნიკოლ კიდმანი, ჰიუ ჯეკმანი.
Time -მა „ტიტანებად“ ჩათვალა SpaceX-სა და Tesla Motors -ის დამფუძნებელი ილონ მასკი, ჩოგბურთელი როჯერ ფედერერი, ჯეფ ბეზოსი და ოპრა უინფრი.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss