ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
საქართველო-რუსეთის საზღვარზე ონლაინ Duty Free სერვისი ამოქმედდა
20 აპრილი, 2018, 10:58
საქართველო-რუსეთის საზღვარზე ონლაინ Duty Free სერვისი ამოქმედდა

თბილისი (GBC) - საქართველო-რუსეთის საზღვარზე ონლაინ Duty Free სერვისი ამოქმედდა.

ოპერატორი კომპანია MyDutyFree-ა, რომელიც რამდენიმე ქვეყნის აეროპორტსა თუ საბაჟო-გამშვებ პუნქტზე უკვე მუშაობს.

როგორც MyDutyFree-ში განმარტავენ, ქართულ ბაზარზე ახლახანს შემოვიდნენ და მათ პორტფელში ეს პირველი ონლაინ პროდუქტია, რომელსაც კომპანია საქართველო-რუსეთის საზღვრის გადაკვეთისას ადამიანებს სთავაზობს.

„MyDutyFree ეს არის მაღაზია duty free-ს ონლაინ ვიტრინა. ამიერიდან ყველას, ვინც კი საზღვარს კვეთს, შესაძლებლობა ეძლევა მიიღოს ინფორმაცია სხვადასხვა პროდუქტებზე და მათ ფასებზე. შეკვეთას მოლარე წინასწარ ამზადებს. მომხმარებელს ადგილზე მხოლოდ თანხის გადახდა უწევს“, - აცხადებენ MyDutyFree-ში.

ონლაინ მაღაზიაში განთავსებული სრული ასორტიმენტის ნახვა შესაძლებელია საიტზე www.mydutyfree.net    

MyDutyFree-ს მენეჯმენტი განმარტავს, რომ მაღაზიაში ხელმისაწვდომია ქართული წარმოების პროდუქციაც, თუმცა ამ დროისათვის ეს ძირითადად ალკოჰოლური სასმელებია. ყველაზე პოპულარული პროდუქცია ონლაინ მაღაზიაში ქალბატონების პარფიუმერიაა.

Mydutyfree, საქართველოს გარდა, 4 ქვეყანაში ოპერირებს: უკრაინაში, რუსეთში, ბელარუსში და აზერბაიჯანში.

საიტის mydutyfree.net გარდა, ხელმისაწვდომია მისი iOS და Android ვერსიებიც, რომლის საშუალებითაც შეკვეთის გაკეთება საბაჟოზე მოხვედრამდე ორი საათით ადრეა შესაძლებელი.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები