ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
ბადრი ჯაფარიძე: ბანკს არ სჭირდება სასოფლო მიწის ფლობა, სჭირდება დრო მისი გაყიდვისთვის
20 აპრილი, 2018, 10:43
ბადრი ჯაფარიძე: ბანკს არ სჭირდება სასოფლო მიწის ფლობა, სჭირდება დრო მისი გაყიდვისთვის

თბილისი (GBC) - ბანკები სასოფლო მიწის ფლობის უფლებაზე გამონაკლისის დაშვებას ითხოვენ, რათა აგროპროექტების დაფინანსება არ შეფერხდეს.   

თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი ბადრი ჯაფარიძე მიიჩნევს, რომ უცხოური კაპიტალის ქართულ ბანკებს მინიმუმ 3 წელი უნდა ჰქონდეთ სასოფლო მიწის ფლობის უფლება.

„თუ ბანკს სასოფლო-სამეურნეო მიწის ფლობის უფლება არ ექნება, ის ან შეფასდება ძალიან დაბალ ფასად, ან  ბანკი მას ვერ დაიგირავებს. პირველ რიგში, ბანკებზე ასეთი გამონაკლისის არ გავრცელება დაარტყამს ფერმერებს და ძალიან დიდ უარყოფით ზეგავლენას იქონიებს აგროპროექტების დაფინანსებაზე. ეს უნდა ესმოდეს ყველას. ბანკს არ სჭირდება სასოფლო მიწის ფლობა. ბანკს სჭირდება გარკვეული დრო, თუ ვერ მოხდა სესხის დაფარვა, მოახდინოს ბანკში დარჩენილი მიწის რეალიზაცია“, - განუცხადა TV მაესტროს ბადრი ჯაფარიძემ.

შეგახსენებთ, პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტმა უკვე მოამზადა მიწის შესახებ კანონი, რამაც უნდა დაარეგულიროს უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ საქართველოში მიწის ფლობის უფლებები. კანონპროექტს ამჟამად, მიზნობრივი ჯგუფები განიხილავენ.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები