ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
აიდა გოზალოვა - გერმანიაში მოღვაწე ონკოლოგი საქართველოში
19 აპრილი, 2018, 15:27
აიდა გოზალოვა - გერმანიაში მოღვაწე ონკოლოგი საქართველოში

თბილისი (GBC) - განათლება და დიპლომი თანამედროვე ადამიანის მთავარი სავიზიტო ბარათია, რომლის მოპოვებას დიდი დრო, ძალისხმევა და თავდადება სჭირდება. აიდა გოზალოვა იმ ადამიანებს შორისაა, რომელმაც ძალიან ბევრი იშრომა,  რათა თავისი საქმის პროფესიონალი გამხდარიყო.

2002 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი და დამთავრებიდან დაახლოებით  ერთ თვეში გერმანიაში გაემგზავრა. 5 წლიანი თავდაუზოგავი შრომის და წარმატებით ჩაბარებული გამოცდების შემდეგ გახდა ონკო-ჰემატოლოგი, კლინიკური ონკოლოგი და ბოლოს პალიატიური მედიცინის სპეციალისტი. რამდენიმე წელიწადში კი გერმანიის ერთ-ერთ ყველაზე დიდ ონკოლოგიურ ცენტრში უფროს ექიმად და ონკო-ჰემატოლოგად დაიწყო მუშაობა.

„6 წლის განმავლობაში ვმუშაობდი დასავლეთ გერმანიის ქალაქ ჰამის ევანგელური ეკლესიის ონკოლოგიურ ჰოსპიტალში. ვმართავდი როგორც ონკო-ჰემატოლოგიურ, ისე სოლიდური სიმსივნეების მქონე პაციენტების მედიკამენტოზურ თერაპიას, ვახორციელებდი ძვლის აუტოლოგიურ ტრანსპლანტაციას“.  

გერმანიაში წარმატებული კარიერის მიუხედავად, აიდა გოზალოვა საცხოვრებლად ოჯახთან ერთად საქართველოში დაბრუნდა და დღეს ის რეგიონულ ჰოსპიტალში ჰემატო-ონკოლოგიური სამსახურის ხელმძღვანელია.

 „რეგიონულ ჰოსპიტალში გვაქვს ყველა შესაძლებლობა პაციენტები თანამედროვე პროტოკოლების თანახმად ვმართოთ. თითოეული ჩვენგანი უშუალოდ ჩართულია პაციენტის დაავადების მიმდინარეობის ყველა ეტაპზე. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ მოვახდინოთ არასასურველი გვერდითი ეფექტების პრევენცია, რაც მნიშვნელოვნად ზრდის მკურნალობის ეფექტურობას“.

თბილისში, ქავთარაძის 23 -ში მდებარე რეგიონულ ჰოსპიტალში ონკოლოგიური პაციენტებისთვის მკურნალობა უახლესი პროტოკოლების თანახმადაა შესაძლებელი.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები