| USD | 2.6195 |
| EUR | 3.0551 |
| GBP | 3.568 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) - კომპანია "ფრეგობასმა" თბილისში პირველი სადემონტრაციო ელექტროავტობუსი ჩამოიყვანა.
კომპანიის ცნობით, დედაქალაქის მაცხოვრებლებს შეეძლებათ 61 ნომერ მარშრუტზე, სამი კვირის განმავლობაში თავად გატესტონ ეკოლოგიურად სუფთა, უსაფრთხო, უხმაურო და კომფორტული თანამედროვე E-Bus.
“ეს არის სადემონსტრაციო 12 მეტრიანი ავტობუსი, 35 ადგილი + მძღოლი, 100% ელექტრო, მსგავსი ტიპის თანამედროვე ავტობუსი პირველად ჩამოვა საქართველოში, იმედია მსგავსი სიკეთეები არ მოაკლდება ამ ქალაქს და მალე ჯანსაღად შევძლებთ სუნთქვას”, – განაცხადა კომპანიის წარმომადგენელმა მურმან პატარაიამ რადიო “ფორტუნასთან”.
ელექტროავტობუსი თბილისში იმ პროგრამის ფარგლებში ჩამოდის, რომლის მიხედვითაც, საქართველოში ელექტროავტობუსების ამწყობი ქარხნის მშენებლობა უნდა დაიწყოს.
პროექტს “ფრეგობასი” ჩინურ კომპანიასთან ZTE და გერმანულ Eurobus-თან ერთად იწყებს. ამ დროისთვის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა ხორციელდება.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss