ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ავიაკომპანიებს მგზავრთა  პირადი მონაცემების სპეცსამსახურებისთვის გადაცემა დაევალათ
19 აპრილი, 2018, 10:53
ავიაკომპანიებს მგზავრთა  პირადი მონაცემების სპეცსამსახურებისთვის გადაცემა დაევალათ

თბილისი (GBC) - ავიაკომპანიებს მგზავრების პირადი მონაცემების შესაბამისი უწყებებისთვის გადაცემა დაევალათ.

2018 წლის 1 ივნისიდან, საქართველოს საჰაერო სივრცეში მოძრავი ყველა ავიაგადამზიდველი, რომელიც საერთაშორისო რეისს ახორციელებს, ვალდებული ხდება 48 საათით ადრე ფრენამდე, ან დაუყოვნებლივ, საჰაერო ხომალდის აფრენის შემდეგ, მგზავრთა შესახებ ინფორმაცია უფლებამოსილ ორგანოს გადასცეს.

რეგულაცია ეხება ტრანზიტულ ფრენებსაც, თუმცა ის არ ვრცელდება  სატვირთო გადაზიდვებზე,  სამაშველო/საევაკუაციო ფრენებსა და სახელმწიფო ავიაციაზე.

მგზავრთა შესახებ მონაცემები მოიცავს: მგზავრის სახელს, ბილეთის დაჯავშნის და გაცემის თარიღს, მისამართს და საკონტაქტო ინფორმაციას, მოგზაურობის სრულ მარშრუტს, ხშირი მგზავრის შესახებ ინფორმაციას, ბარგისა და საკრედიტო ბარათის შესახებ მონაცემებს, ინფორმაციას ტურისტული სააგენტოს/აგენტის შესახებ და სხვა.

მგზავრის სახელის ჩანაწერის მონაცემები უფლებამოსილი ორგანოს მონაცემთა ბაზაში ინახება 5 წლის ვადით, რის შემდეგაც ინფორმაცია იშლება/ნადგურდება უფლებამოსილი ორგანოს მიერ ავტომატურად.

მთავრობის დადგენილებაში აღნიშნულია, რომ  წესი მიზნად ისახავს ტერორიზმისა და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთა პრევენციას,  სასაზღვრო კონტროლის გაუმჯობესებასა და მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლას. 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები