ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
ვითიბი: სია უკვე გავლილია და ნებისმიერ პრობლემურ კლიენტს ეტყვიან რა დისკონტი ეკუთვნის
18 აპრილი, 2018, 12:39
ვითიბი:  სია უკვე გავლილია და ნებისმიერ პრობლემურ კლიენტს ეტყვიან რა დისკონტი ეკუთვნის

თბილისი (GBC) - გვაქვს მოლოდინი 12 000 მსესხებლიდან 50%-ი მაინც ისარგებლებს ამ უპრეცედენტო შეთავაზებით, - ექსპერტულ შეფასებაზე ვითიბი ბანკის საცალო ბიზნესის დირექტორმა განაცხადა.

ბანკი პრობლემურ მსესხებლებს საკრედიტო ისტორიის გაუმჯობესების  შანსს აძლევს. საუბარია 18 მლნ ლარის სასესხო პორტფელზე (სესხის ძირი+პროცენტი). შეთავაზების ფარგლებში, მსესხებლები 30-90%-იანი  დისკონტით დაფარავენ ვალდებულებას, ამასთან ჯარიმები და საურავები ნულდება.  

„3 თვეა ამ პროექტს ვამზადებთ, საკმაოდ რთული იყო 12 000 კლიენტის გავლა და შეთავაზებების მომზადება. უკვე გავლილია სია და თუ კლიენტი დარეკავს ქოლ-ცენტრში, იდენტიფიცირების შემდეგ, მას ეტყვიან რა დისკონტი ეკუთვნის. თუ კლიენტის იდენტიფიცირება ვერ მოხდა მან უნდა მიმართოს შესაბამის ადგილს და უკვე იქ ეტყვიან დისკონტის ოდენობას“, - აცხადებს ბანკის წარმომადგენელი.

მისი თქმით, კლიენტთა ნაწილს შესაძლოა ვალდებულებიდან მხოლოდ 10%-ის გადახდა მოუწიოს, ზოგს 40% ან 50%. მინიმალური დისკონტი 30%-ია.  

2 თვიანი აქცია ეხება  უგირავნო, სამომხმარებლო ტიპის სესხებს, დავალინებებს,  რომელთა გადახდა სრულად არ მომხდარა.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები