ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
სსფ-ს  მისია: 2018 წელს საქართველოში ზრდა კვლავ მაღალი იქნება, ხოლო რისკები დაბალანსებული
17 აპრილი, 2018, 18:16
სსფ-ს  მისია: 2018 წელს საქართველოში ზრდა კვლავ მაღალი იქნება, ხოლო რისკები დაბალანსებული

თბილისი (GBC)  - 2018 წელს ზრდა კვლავ მაღალი იქნება, ხოლო რისკები დაბალანსებული, - ასეთია საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელის პროგნოზი 2018 წლის მაჩვენებლებთან დაკავშირებით.

მერსედეს ვერა მარტინმა განცხადება მეოთხე მუხლის კონსულტაციების და "გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით" მხარდაჭერილი საქართველოს პროგრამის მეორე მიმოხილვის დასრულების აღსანიშნა ბრიფინგზე (16.04) განაცხდაა.

“მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი, სავარაუდოდ, ოდნავ გაიზრდება საწვავის ფასების ზრდის და კაპიტალური ხარჯების გამო. საშუალოვადიან პერიოდში საქართველოს ეკონომიკური რეფორმის პროგრამის განუხრელი შესრულება ხელს შეუწყობს მაღალ და მეტად ინკლუზიურ ზრდას, კერძო ინვესტიციების, მწარმოებლურობის და კონკურენტუნარიანობის ამაღლების ხელშეწყობით. 

ფისკალური დისციპლინა გაგრძელდება. ფისკალური დეფიციტი 2017 წლის 2.9 პროცენტიდან 2018 წელს 2.8 პროცენტამდე შემცირდება, გაგრძელდება დღგ-ს ზედმეტობების ანაზღაურება და კაპიტალური ინვესტიციები. საშუალოვადიან პერიოდში ფისკალური დეფიციტი განაგრძობს შემცირებას. ამის მისაღწევად, სახელმწიფო ინვესტიციების მატების პარალელურად, საჭირო იქნება ხარჯვის ეფექტურობის ზრდა და სხვა სახელმწიფო ხარჯების მკაცრი კონტროლი. 

ხელისუფლება გეგმავს ფისკალური ჩარჩოს გაძლიერებას და საჯარო ინვესტიციების მართვას, შემოსავლების ადმინისტრირების გაუმჯობესებას და სახელმწიფო საწარმოების საქმიანობის მონიტორინგს, საჯარო სექტორის ეფექტურობის ზრდას და ფისკალური რისკების შემცირებას, მათი გასაჯაროების პარალელურად. 

მონეტარული პოლიტიკა შესაფერისია და მართებულადაა მიმართული ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფაზე. მოსალოდნელია, რომ 2018 წლის ბოლოს ინფლაცია მიზნობრივი მაჩვენებლის შესაბამისი იქნება. მოქნილი გაცვლითი კურსის უზრუნველყოფა უაღრესად მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკის დასაცავად საგარეო შოკებისგან. 

ფინანსური სექტორის რეფორმები კვლავაც მიმართული იქნება ფინანსური მდგრადობის გაძლიერებაზე და მომხმარებელთა უფლებების დაცვაზე. სტრესის პირობებში ლიკვიდობის მიწოდებისა და ბანკების რეზოლუციის ჩარჩოს შექმნა ხელს შეუწყობს ფინანსური სტაბილურობის ზრდას. მოწყვლადი მსესხებლების ჭარბვალიანობისგან დასაცავად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა შექმნა სახელმძღვანელო პასუხისმგებლიან დაკრედიტებაზე. დაგეგმილი პუდენციული ღონისძიებები და ფინანსური განათლების ამაღლება და მომხმარებელთა დაცვა შეამცირებს დოლარიზაციას საქართველოში“, - განაცხადა მერსედეს ვერა მარტინმა. 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები