| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) – შავ ზღვაზე საკონტეინერო გადაზიდვები 2017 წელს 12.75%-ით გაიზარდა.
steelguru.com -ის მონაცემებით, უკრაინის, რუმინეთის, რუსეთის, საქართველოს და ბულგარეთის პორტებმა 2 752 709 TEU კონტეინერი გადაამუშავეს, მათ შორის 739 661 ცარიელი კონტეინერი იყო. დატვირთული კონტეინერების გადამუშავება 5-ვე ქვეყანაში წლიურად, 12.75%-ით არის გაზრდილი.
კონტეინერების გადამუშავებაში ყველაზე მაღალი ზრდა დაფიქსირდა რუსეთსა და საქართველოში, სადაც ზრდა შესაბამისად, 22.06%-ით და 17.61% -ია.
დატვირთული კონტეინერების წილი 73.13% იყო, ცარიელის - 26.87%.
ოფიციალური სტატისტიკით, საქართველოდან ექსპორტზე გატანილი კონტეინერების მოცულობა 5.99% იყო გაზრდილი, იმპორტის - 19,72.
აღსანიშნავია, რომ საკონტეინერო ტერმინალების TOP-5-ში ცვლილებაა. პირველ ადგილზეა რუმინეთში, კონსტანცაში მდებარე ტერმინალი DPW, მეორე ადგილზე დაწინაურდა ფოთის პორტი APMT Poti, მესამეზეა რუსული NUTEP, რომელიც მეოთხე ადგილიდან დაწინაურდა, ხოლო მეოთხეზე გადაინაცვლა უკრაინაში, ოდესაში მდებარე CTO -მ, რომელიც წინა რეიტინგში მეორე ადგილს იკავებდა. რუსული NLE მეხუთე ადგილზეა.
რაც შეეხება წამყვან ოპერატორ კომპანიებს, საკონტეინერო ხაზებში ლიდერობას ინარჩუნებს MAERSK-ი, შემდეგ მოდიან: MSC, ARKAS, COSCOCS და CMA CGM.
ეს კომპანიები ბაზრის 73.38% აკონტროლებენ.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss