| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - ფინანსთა მინისტრი საბანკო სექტორთან შეხვედრას აანონსებს.
"არსებობს კითხვები, მათ შორის მძაფრი კითხვები და ამ კითხვებს სჭირდება პასუხის გაცემა, -ამბობს ფინანსთა მინისტრი და რეფორმის დაანონსების შემდეგ დაწყებულ „ჯანსაღ დისკუსიაზე“ აღნიშნავს.
ბახტაძე ელის, რომ ორშაბათის შეხვედრაზე საუბარი იქნება ძალიან საგნობრივი და პრინციპული.
„ტელეიმედის“ ეთერში საკითხზე საუბრისას მინისტრმა მოსახლეობის ჭარბვალიანობაზეც ისაუბრა და კიდევ ერთხელ განმარტა, რა შემთხვევებში არიან ბანკები ეკონომიკის განვითარების მუხრუჭნი.
„მე სრულიად ვიზიარებ იმ ექსპერტების მოსაზრებას, რომლებიც საუბრობენ საზოგადოებაში ჭარბვალიანობის პრობლემაზე. ეს ტენდენცია დაიწყო 2008 წლიდან და მოხდა ისე, რომ ჩვენ, ეროვნულ ბანკში ახალი ხელმძღვანელის მოსვლამდე ვერ დავიწყეთ ამ პრობლემის მოსაგვარებლად რეალური ნაბიჯების გადადგმა. 2018 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა ახალი კანონმდებლობა, რომელმაც გარკვეულწილად უნდა დააბალანსოს მოსახლეობაში ჭარბვალიანობა. მაგრამ თუ ეს არ იქნება საკმარისი კანონი აუცილებლად გამკაცრდება და გამკაცრდება წელსვე“, - განაცხადა ბახტაძემ.
მისი თქმით, „საბაზრო ეკონომიკაში ბანკები და საბანკო სისტემა არის მთავარი ენერგიის და სისხლის მიმცემი მეწარმეების და კომპანიებისთვის, რომ მათ, თავის მხრივ, განავითარონ რეალური ეკონომიკა და შექმნან დოვლათი. მაგრამ იმ შემთხვევებში, როდესაც ხდება ამ პრიორიტებების აღრევა და იმის ნაცვლად, რომ დაფინანსდეს კონკურენტუნარიანი, სიცოცხლისუნარიანი პროექტები, იქნას დაცული ამ პროექტის ავტორი მეწარმეების ინტერესი, ხდება ფოკუსირება წინასწარ გაკოტრებისთვის განწირული სესხების თავზე მოხვევა მოსახლეობისთვის, მაშინ იქმნება სიტუაცია, როდესაც სისტემა არის არა ეკონომიკის მამოძრავებელი ძალა, არამედ ის არის ეკონომიკის განვითარების მუხრუჭი. ეს არის ძალიან მძიმე და კლასიკური შემთხვევა, რომელიც ჩვენ დაგვემართა, საზოგადოებაში ეს განცდაა, ონლაინ და სწრაფი სესხების შემთხვევაში“ .
მამუკა ბახტაძე ამბობს, რომ „ამას სჭირდება ადექვატური ნაბიჯების გადადგმა და რეაგირება“.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss