| USD | 2.6195 |
| EUR | 3.0551 |
| GBP | 3.568 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) - ოზურგეთში, ნორვეგიული ორაგულის სათევზე მეურნეობა აშენება.
"გურიის მოამბის" ცნობით, 35 მილიონ ლარად შეფასებულ პროექტს გურიის ექს- გუბერნატორი, ბიზნესმენი გოგიტა ჩხაიძე ახორციელებს. მეურნეობის მშენებლობა მაისში დაიწყება და შემოდგომაზე გაიხსნება.
როგორც "გურიის მოამბეს" ჩხაიძემ უთხრა, აღნიშნული პროექტი, ოზურგეთის სათევზე მეურნეობის გარდა, გრიგოლეთში გადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობას და დიდი მოცულობის სათევზე მეურნეობის მშენებლობას ითვალისწინებს.
თავდაპირველად, ნორვეგიიდან შემოტანილი ქვირითით "ლიფსიტების" გამოყვანა ოზურგეთის სათევზე მეურნეობაში, მტკნარი წყლის პირობებში მოხდება, ხოლო ზრდის პროცესში, როცა ორაგული ნახევარ კილოგრამამდე მიაღწევს, მას გრიგოლეთში, ზღვის წყლის პირობებში გადაიყვანენ.
გადამამუშავებელ ქარხანა ორაგულის რამდენიმე სახეობის პროდუქტს გამოუშვებს როგორც შიდა ბაზრისთვის, ასევე საექსპორტოდ.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss