| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) – ქვეყნის ეკონომიკის ღერძად მიჩნეული საბანკო სექტორის დისკრედიტაცია, საზოგადოების არასწორი დასკვნა აღმოჩნდა, ფინანსთა მინისტრის ნათქვამის არასწორად მიწოდების გამო.
მამუკა ბახტაძემ, ქვეყნის ეკონომიკის ძვირი სესხებით დამუხრუჭებაზე, TV იმედში, თავისივე განცხადების დაზუსტებისას, თქვა, რომ მედიას მყვირალა განცხადებები უყვარს, ნაკლებ დროს უთმობს შინაარსს, ამიტომაც აღიქვა მსმენელმა და მაყურებელმა არასათანადოდ.
ფინანსთა მინისტრმა თქვა, რომ მის განცხადებაში მთავარი იყო იდეა, ბიზნესრესურსის ხელმისაწვდომობის ზრდაზე, რომ არასაკმარისი კაპიტალი ამუხრუჭებს ეკონომიკის განვითარებას, რომელიც ბმაშია მცირე და საშუალო ბიზნესის პოზიციონირებასთან, სეგმენტთან, რომელსაც სასესხო მაღალი ხარჯის გამო, წარმოების დაწყება არ უღირს, იაფი რესურსისთვის კი კაპიტალი არ ჰყოფნის.
მამუკა ბახტაძემ პრემიერის გაჟღერებული ინიციატივაც მოიხმო, „ახალგაზრდა მეწარმის“, რომელიც არასაკმარისი კაპიტალის სუბსიდირებას ითვალისწინებს. მისი გაცხადებული ინიციატივა კი სპეციფიკური ფონდებიდან და ინვესტორებიდან (ვენჩორული ფონდები, ენჯელ ინვესტორები) რესურსის მოზიდვის შესაძლებლობების გაფართოებას ითვალისწინებს.
ამ ტიპის საერთაშორისო დამფინანსებლები მას შემდეგ გამოჩნდება, როცა ბევრი სტარტაპერი მოგროვდება, სიცოცხლისუნარიანი ბიზნესპროექტებით.
მინისტრი ამბობს, რომ ორივე ინიციატივა ნაწილია ერთი მასშტაბური რეფორმის, რომელიც საგადასახადო რეჟიმის ლიბერალიზაცის ითვალისწინებს.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss