| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - ციფრული აბრეშუმის გზის განხორციელების იდეას Microsoft -ი შეუერთდა.
პროექტის განხორციელებაში ხელშეწყობის მიზნით, ფინანსთა სამინისტროს, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტსა და კომპანია "Microsoft“-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
“ის ფაქტი, რომ ასეთი გიგანტი კომპანიები ინტერესდებიან საქართველოში მსგავსი პროექტების განხორციელებით, არის ნათელი დასტური რა უნიკალური შესაძლებლობა აქვს ქვეყანას, გახდეს ციფრული ეკონომიკის ჰაბი მთელს რეგიონში”, - აცხადებს მამუკა ბახტაძე.
მემორანდუმის ფარგლებში, მხარეები თანხმდებიან ითანამშრომლონ აბრეშუმის გზის წევრი ქვეყნების ერთიანი ელექტრონული სავაჭრო პლატფორმის შესაქმნელად, რომელიც მწარმოებლებსა და მიმწოდებლებს ხელს შეუწყობს ჰქონდეთ წვდომა პოტენციურ ეკონომიკურ პარტნიორებზე და განახორციელონ ონლაინ აქტივობები თავისუფალი კონკურენციის პირობებში.
მემორანდუმი ითვალისწინებს სამუშაო ჯგუფის შექმნას, რომელიც ხელს შეუწყობს პროექტის მიზნების განხორციელებას. ამასთან, მემორანდუმის მხარეები ითანამშრომლებენ პროექტის როგორც ტექნიკური, ისე კვლევითი და ინტელექტუალური მხარდაჭერის, ასევე, აბრეშუმის გზის წევრი ქვეყნების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დონორების ჩართულობის გაზრდის მიმართულებით.
ციფრული აბრეშუმის გზის პროექტის მიზანია, საქართველომ, როგორც თანამედროვე აბრეშუმის გზის ეპიცენტრში მდებარე სახელმწიფომ, დააჩქაროს ქვეყნის განვითარება ციფრული მიმართულებით, რათა საქართველო გახდეს ვაჭრობის ელექტრონულ ტექნოლოგიებში რეგიონის ლიდერი და მთავარი მოთამაშე ქვეყანა.
ციფრული აბრეშუმის გზის პროექტი ასევე ხელს შეუწყობს ამ ინოვაციური იდეის განხორციელებით დაინტერესდნენ კომპიუტერული მეცნიერებებისა და IT ტექნოლოგიების, ასევე, ბიზნესის სფეროში მომუშავე პროფესიონალი კადრები, სტუდენტები, სტარტაპებს.
იდეა "ახალი აბრეშუმის გზის“ საკითხებში საქართველოს სპეციალურმა წარმომადგენელმა, ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორმა, მიხეილ ბატიაშვილმა მიმდინარე წლის 16 მარტს დაანონსეს.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss