| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - საქართველოს რკინიგზა ორსართულიან მატარებლებში კვების პრობლემას ვენდინგ - აპარატების განთავსებით მოაგვარებს.
კომპანია სპეცაპარატებს, მატარებლების ტექნიკური პარამეტრების გათვალისწინებით, ესპანური Azkoyen-ისგან შეიძენს, რაც GRS ტიპის მატარებლების მწარმოებელ Stadler -თან უკვე შეთანხმდა,
„საქართველოს რკინიგზა“ აპარატების შეძენას გამარტივებული გზით გეგმავს, გასული წლის სექტემბერში გამოცხადებული 2 ჩაშლილი აუქციონის შემდეგ.
"საქართველოს რკინიგზა" შეძენილი აპარატების დაინტერესებული პირებისათვის მიიჯარებას გეგმავს.
გეგმის მიხედვით, ყოველი მატარებლის ბიზნეს და ეკონომ ვაგონში განთავსებული უნდა იყოს აღნიშნული აპარატები, შესაბამისად, თითოეული მატარებლისთვის საჭიროა 2 ერთეული აპარატი.
„იმის გათვალიწინებით, რომ ზაფხულის სეზონი მოახლოებულია, რომლის დროსაც საგრძნობლად იზრდება მგზავრთა ნაკადი, GRS ტიპის მატარებლებში კვების პრობლემის მოუგვარებლობა საგრძნობლად დააზარალებს კომპანიის იმიჯს, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს შავი ზღვის მიმართულებით მოძრავი მგზავრების გადასროლა სხვა ტიპის ტრანსპორტზე. აღსანიშნავია ისიც, რომ მგზავრთა მიერ არაერთხელ დაფიქსირებულა საპრეტენზიო ზარები ჩვენი კომპანის „ქოლ-ცენტრში“ მგზავრობისას კვების საკითხის მოუგვარებლობასთან დაკავშირებით”, - ნათქვამია კომპანიის განმარტებით ბარათში.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss