| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - მფლობელობაზე დაწყებულ დავაში ჩართული ბადაგონი სააქციო საზოგადოებად გადაკეთდა.
კომპანიის 100%-ის ამჟამინდელი მფლობელის, გიორგი სალაყაიას გადაწყვეტილებით, შპს „ბადაგონი“ რეორგანიზდა სს „ბადაგონად“, რომლის კაპიტალი 17 მლნ ლარს შეადგენს. ერთადერთ აქციონერად კვლავ გიორგი სალაყაია რჩება, რომელიც კომპანიის გენერალური დირექტორიცაა.
წესდების მიხედვით, „ბადაგონს“ 3 წევრიანი სამეთვალყურეო საბჭოც ეყოლება, თუმცა ვინ შევა საბჭოში ჯერ უცნობია.
აღსანიშნავია ისიც, რომ სააქციო საზოგადოებად გადაკეთებამდე, თიბისი ბანკში დაგირავებულ გიორგი სალაყაიას 100%-იან წილს, რომელიც 2015 წლის 4 მარტს დაგირავდა, გირავნობა მოეხსნა.
შეგახსენებთ, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური აწარმოებს გამოძიებას „ბადაგონში“ ვლადიმერ ჯანჯღავას წილის გიორგი სალაყაიას მიერ მართლსაწინააღმდეგოდ მითვისების ფაქტზე.
გიორგი სალაყაია კი, აცხადებს, რომ 2015 წელს შეისყიდა გაკოტრების წინაშე მდგომი კომპანია, რომელსაც იმ პერიოდში მხოლოდ ბანკის და მიმწოდებლების მიმართ 30 მილიონამდე დავალიანება ჰქონდა და წარმატებულ კომპანიად აქცია, რომელიც უმსხვილესი ღვინის ექსპორტიორი გახდა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss