ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
დიდ დიღომში პეტრიწის ქუჩის სრული რეაბილიტაცია იწყება
10 აპრილი, 2018, 10:33
დიდ დიღომში პეტრიწის ქუჩის სრული რეაბილიტაცია იწყება

თბილისი (GBC) - დიდ დიღომში პეტრიწის ქუჩის სრული რეაბილიტაცია იწყება. 

თბილისის მერის თქმით, მოხდება ქუჩაზე მიწისქვეშა კომუნიკაციების შეცვლა, შეიცვლება გზის საფარი, მოწესრიგდება ტროტუარები, გარე განათება და სხვა. 

ქუჩის რეაბილიტაციის გამო შეიცვლება ტრანსპორტის მოძრაობის სქემაც. 

სამუშაოები სექტემბრამდე გაგრძელდება. ბიუჯეტი 2 მლნ ლარამდეა. 

რაც შეეხება მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობის სქემას:

პირველ ეტაპზე, პეტრიწის ქუჩაზე გათვალისწინებულია მოძრაობის შეზღუდვა მხოლოდ ფარნავაზ მეფის გამზირიდან პეტრე იბერის ქუჩის მიმართულებით. აქედან გამომდინარე, N14, 15, 21 და 54 ავტობუსები, ასევე, N42, 60, 73, 78, 109, 192 და N193 მიკროავტობუსები ფარნავაზ მეფის გამზირს ბოლომდე გაივლიან, შეუხვევენ დემეტრე თავდადებულის ქუჩაზე და მოძრაობას იბერის ქუჩაზე განაგრძობენ. ხოლო უკუმიმართულებით, ისინი ჩვეული მარშრუტით - პეტრიწის ქუჩის გავლით გადაადგილდებიან.

რეაბილიტაციის მეორე ეტაპზე, პეტრიწის ქუჩაზე მოძრაობა შეიზღუდება იბერის ქუჩიდან ფარნავაზ მეფის გამზირის მიმართულებით. შესაბამისად, ზემოთჩამოთვლილი მარშრუტები ფარნავაზის გამზირზე, ასევე დემეტრე თავდადებულის ქუჩის გავლით მოხვდებიან. ხოლო, პატარა დიღმიდან დედაქალაქის ცენტრისკენ მოძრავი N84 ავტობუსი დემეტრე თავდადებულის ქუჩიდან მირიან მეფის ქუჩაზე იბერის ქუჩის გავლით მოხვდება. 

დროებითი მარშრუტების დადგენასთან ერთად ფარნავაზ მეფის გამზირსა და იბერის ქუჩაზე საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის გათვალისწინებული იქნება დამატებითი გაჩერებების მოწყობაც.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები