| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - ცენტრ-პოინტის დაუსრულებელი მშენებლობებს შესაძლოა, m²-მა დაასრულოს.
მხარეებმა წინასწარი ხელშეკრულება გააფორმეს, რომლის მიხედვით, თუ 6 თვის ვადაში „ცენტრ-პოინტი“ გარკვეულ წინაპირობებს შეასრულებს, m2 „ცენტრ-პოინტის“ დაუსრულებელ კომპლექსებში სამშენებლო სამუშაოების წარმოებას დაიწყებს და 3 წლის ვადაში დაასრულებს.
ამასთან, გეგმის მიხედვით, ხელშეკრულებით გათვალისწინებული წინაპირობების შესრულების შემთხვევაში, m2 მხოლოდ სამუშაოების შემსრულებელ კომპანიად მოგვევლინება, რომელსაც „ცენტრ-პოინტი“ დაიქირავებს. სანაცვლოდ კი „ცენტრ-პოინტი“ m2-ს მის საკუთრებაში არსებულ თავისუფალ უძრავ ქონებას გადასცემს. რაც შეეხება დაზარალებულ ბინათმესაკუთრეებთან ურთიერთობას - ეს საკითხი „ცენტრ-პოინტის“ პრეროგატივად დარჩება.
"ეს პროექტი ჩვენთვის ნაკლებად მიმზიდველია ფინანსური კუთხით, მაგრამ ის ჩვენთვის მნიშვნელოვანია სოაციალური კაპიტალის დაგროვების თვალსაზრისით. m2-ს სურვილი აქვს დაეხმაროს დაზარალებულ ოთხი ათას ოჯახს, საზოგადოებას, კომპანია ცენტრ-პოინტსა და სახელმწიფოს ამ მრავალწლიანი და მრავალშრიანი პრობლემის მოგვარებაში“, - აცხადებს m2-ის გენერალური დირექტორი ირაკლი ბურდილაძე.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss