ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
FAO-ს სურსათის ფასების ინდექსი ზედიზედ მეორე თვეა იზრდება
5 აპრილი, 2018, 13:39
FAO-ს სურსათის ფასების ინდექსი ზედიზედ მეორე თვეა იზრდება

თბილისი (GBC) - მარტის თვეში FAO-ს სურსათის ფასების ინდექსი გაიზარდა, რაც, ძირითადად, ხორბლისა და სიმინდის ფასების მყარმა ზრდამ განაპირობა.

მარტის ინდექსმა 172.8 პუნქტი შეადგინა, რაც თებერვლის  მაჩვენებელს 1.1%-ით, ხოლო გასულის წლის შესაბამის პერიოდის ინდექსს 0.7 %-ით აღემატება. ხორბლის, სიმინდის და რძის პროდუქტების ფასების ზრდა უფრო მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, ვიდრე შაქრისა და მცენარეული ზეთის ფასების შემცირება.

საშუალო შეწონილი ინდექსი საერთაშორისო ბაზარზე ხუთი ძირითადი პროდუქტის - მარცვლეულის, შაქრის, ზეთის, რძის და ხორცის ფასების დინამიკას ასახავს. FAO-ს შეფასებით,  2017 წელს მარცვლეულის მსოფლიო წარმოების მოცულობა სარეკორდო იყო და 2 646 მლნ, ტონა შეადგინა (33 მლნ ტონით მეტი  2016 წელთან შედარებით). თუმცა, წინასწარი შეფასებებით, მიმდინარე წელს მოსალოდნელია ხორბლისა და სიმინდის წარმოების შემცირება.

პური და კარაქი

მარცვლეულის ფასების ინდექსი ზრდას განაგრძობს. მარტის მაჩვენებელი თებერვალთან შედარებით 2,7%-ით მაღალია, ხოლო გასული  წლის შესაბამის პერიოდს 12,1 %-ით აღემატება. ხორბლის ფასების ზრდას ძირითადად არახელსაყრელი ამინდის მოლოდინი განაპირობებს, მათ შორის გვალვა შეერთებულ შტატებში და ცივი, ნალექიანი პირობები ევროპაში. სიმინდის ფასები კიდევ უფრო მკვეთრად გაიზარდა, რასაც ბაზარზე მაღალი მოთხოვნა და არგენტინაში მოსავლიანობის შემცირების პერსპექტივა განაპირობებს.

რძის პროდუქტების ფასების ინდექსი მარტის თვეში 3,3%-ით გაიზარდა.  კარაქის, ყველის და რძის ფხვნილის ფასების ზრდას ამ პროდუქტებზე  სტაბილურად მაღალი გლობალური მოთხოვნა განაპირობებს.

შაქრის ფასების ინდექსი მარტში 3,4%-ით შემცირდა და 27,5%-ით ნაკლებია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით. ამ შემთხვევაში ძირითადი ფაქტორია გლობალურ ბაზარზე საექსპორტო შეთავაზებების მაღალი მაჩვენებელი.

მცენარეული ზეთების ფასების ინდექსი ზომიერად შემცირდა, რაც სოიოს, რაპსის და მზესმუზირის ზეთზე ფასების კლებამ განაპირობა. ამავე დროს, პალმის ზეთის ფასები გაიზარდა, რაც ევროკავშირის მიერ ინდონეზიიდან ბიოდიზელის იმპორტის განახლების მოლოდინმა განაპირობა.

ხორცის ფასების ინდექსი მარტში პრაქტიკულად არ შეცვლილა. საქონლის ხორცის ფასები შემცირდა, მაგრამ ცხვრის და ღორის ხორცის ფასები გაიზარდა. ზრდა იმპორტზე მაღალმა მოთხოვნამ (განსაკუთრებით ჩინეთში) განაპირობა.


 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები