| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - დანკინ დონატსი საქართველოში გაყიდვების 28%-იან ზრდასა და გაფართოების გეგმაზე აცხადებს.
სწრაფი კვების ამერიკული ბრენდის რესტორანი თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გაფრენის ზონაში გაიხსნა. “დანკინ დონატსის“ ფრანჩაიზის მფლობელი „ვისოლ ჯგუფი“ 2018 წლის ბოლომდე კიდევ 3 რესტორანს გახსნის.
„ჩვენს ქვეყანაში სახეზეა ტურისტული ნაკადების ზრდის სწრაფი ტემპები, საერთაშორისო რეისების მატება და ზოგადად ძალიან დადებითი ტენდენციები ამ კუთხით. ამ ყველაფერს ადგილობრივი ბიზნესი პასუხობს თანამედროვე ტურისტული ინფრასტრუქტურის შექმნით და ჩვენი ახალი რესტორანიც საქართველოს საერთაშორისო აეროპორტში სწორედ ამ მიზანს ემსახურება. 2017 წლის დასაწყისიდან მნიშვნელოვანი წინსვლა გვაქვს კომპანიაში, გაყიდვების ზრდამ წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით შეადგინა თითქმის 28%, რაც სტიმულს გვაძლევს კიდევ გავაფართოვოთ ჩვენი ინფრასტრუქტურა როგორც თბილისში ასევე საქართველოს სხვა ქალაქებში“, - აცხადებს „დანკინ დონატსის“ გენერალური დირექტორი კოსნტანტინ კარსილიდისი.
„დანკინ დონატსი“ ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული, ლეგენდარული ბრენდია, რომელიც უკვე თითქმის 70 წელია წარმატების ისტორიას ქმნის მსოფლიოს 40 ქვეყანაში.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss