| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - საქნახშირი ტყიბულში, მინდელის შახტაში მომხდარ უბერდურ შემთხვევაზე განცხადებას ავრცელებს.
კომპანიაში ვარაუდობენ, რომ მოხდა სამთო დარტყმა, გვირაბის გვერდითი ქანების ჩამოშლა, რასაც ახლავს ჰაერის დარტყმითი ტალღების გავრცელება . წინასწარი შეფასებით, წარმოქმნილი ჰაერის დარტყმითი ტალღა ამავე უბნის კაპიტალურ გვირაბში გავრცელდა, სამწუხაროდ, ტრავმული დაზიანება მიიღო სამმა თანამშრომელმა, ხოლო 6 თანამშრომელი ადგილზე გარდაიცვალა.
"მიუხედავად კომპანიის ძალისხმევისა ზედმიწევნით შესრულდეს შრომის უსაფრთხოების ნორმები, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, სამწუხაროდ, ვერ მოხერხდა ტრაგედიის თვიდან აცილება. სავარაუდოდ, ადგილი ჰქონდა ტექნოგენურ კატასტროფას, რამაც გამოიწვია სავალალო შედეგი", - ნათქვამია "საქნახშირის" განცხადებაში.
კომპანია დიდ მწუხარებას გამოთქვამს თანამშრომლების გარდაცვალების გამო, უმსამძიმრებს დაღუპულთა ოჯახის წევრებს და აცხადებს, რომ სრულ მზადყოფნას გამოთქვამს ითანამშრომლოს გამოძიებასთან და ხელი შეუწყოს პროცესის გამჭვირვალედ წარმართვას.
შეგახსენებთ, უბედური შემთხვევა შახტაში 5 აპრილს გამთენიისას მოხდა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss