| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - Bitfury Group -ის შვილობილმა კრიპტოვალუტების მაინინგის კომპანიამ Hut 8 კანადის საფონდო ბირჟაზე აქციები განათავსა.
კომპანიამ TSX Venture Exchange-ზე ვაჭრობა მარტში დაიწყო და პირველი ტრანზაქცია უკვე დაასრულა.
მხარეებმა თანხმობა TSXV -სგან 22 თებერვალს მიიღეს. ამ დროისთვის კომპანიას ჯამში 82,380,000 საერთო აქცია ჰქონდა გამოშვებული და 1,374,000 აქციის შესყიდვის გარანტიას ფლობდა. აქციების 43.17%-ს Bitfury ფლობს.
Hut 8-მ და Bitfury ჯგუფმა თანამშრომლობა გასულ წელს დაიწყეს. The Bitfury Group არის ბლოქჩეინ ტექნოლოგიების მსოფლიოს წამყვანი სრული მომსახურების კომპანია და ინფრასტრუქტურის ერთ-ერთი უმსხვილესი კერძო პროვაიდერი ბლოკჩეინის ეკოსისტემაში.
Hut 8 ჩრდილოეთ ამერიკაში ყველაზე მსხვილი დატაცენტრის ოპერატორი კომპანია იქნება. კერძოდ, კომპანიები ჩრდილოეთ ამერიკაში ყველაზე მსხვილ ბიტკოინ მაინინგის დატაცენტრს ქმნიან. მონაცემთა ცენტრს პროგრამულ უზრუნველყოფას და საოპერაციო მომსახურებას ექსკლუზიურად Bitfury შესთავაზებს.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss